ავტოსპორტი

4:16 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა მექსიკაში ისევ მოიგო, ჰამილტონი მეხუთე ტიტულს დაეუფლა

ლუის ჰამილტონი დღეს მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპოიონი მას შემდეგ, რაც მექსიკის დიდი პრიზის რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. ფინიშის ხაზი კი პირველმა მაქს ფერსტაპენმა გადაკვეთა, რომელმაც სტარტზევე შეძლო დაწინაურება და ლიდრობა მხოლოდ მაშინ დათმო, როცა ბოქსებში საბურავების შესაცვლელად შევიდა.

ამგვარად, ჰამილტონი ფორმულა 1-ის ისტორიაში მესამე მრბოლია, ვინც მსოფლიო ჩემპიონს ხუთჯერ დაეუფლა. პირველი არგენტინელი ხუან მანუელ ფანხიო იყო, მეორე კი მიხაელ შუმახერი, ვინც სულ შვიდჯერ გახდა ჩემპიონი. მექსიკურ რბოლაში მას ხუთი ქულის მოპოვება სჭირდებოდა ტიტულის გასანაღდებლად. და მან ამ მიზანს იოლად მიაღწია.

კონსტრუქტორთა პირველობაზეც „მერსედესი“ ლიდერობს, თუმცა სამქიმიანებს მექსიკაში ტიტულის ვადამდე მოპოვების შესაძლებლობა, ფეტელთან ერთად, კიმი რაიკონენმა წაართვა, რომლებმაც კვარცხლბეკზე მეორე და მესამე საფეხურები დაიკავეს. მექსიკური ეტაპის შემდეგ, „მერსედესი“ უახლოეს მდევარ „ფერარის“ 55 ქულას უგებს.

„ეს ტიტული აქ არ მომიგია. მთელი სეზონის განმავლობაში, ბევრი შრომის შედეგად მოვიგე. და ეს ფანხიოს მსგავსად, „მერსედსთან“ ერთად გავაკეთე. ეს განსაკუთრებული და დაუჯერებელი გრძნობაა“, - განაცხადა ჰამილტონმა, რომელიც ჯერ თავის მთავარ მეტოქე ფეტელს გადაეხვია, შემდეგ კი „მერსედსის“ გარაჟს მიაშურა და თავის ყველა თანაგუნდელს პირადად გადაუხადა მადლობა.

მექსიკის დიდი პრიზი

მეხიკო სიტი, ძმებ როდრიგესების სახელობის ტრეკი, 305.354 კმ (4.304 კმ, 71 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:38:28.851
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 17.316
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 49.914
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:18.738
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1 წრე
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 2 წრე
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 2 წრე
  8. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 2 წრე
  9. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 2 წრე
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 2 წრე
  12. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 2 წრე
  13. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  14. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 2 წრე
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2 წრე
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 3 წრე
  17. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 9 წრე
  18. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 32 წრე
  19. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 42 წრე
  20. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 67 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:18.741 (65-ე წრე, 196.776 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 358 ქულა (ჩემპიონი); 2. სებასტიან ფეტელი - 294; 3. კიმი რაიკონენი - 236; 4. ვალტერი ბოტასი - 227; 5. მაქს ფერსტაპენი - 216; 6. დანიელ რიკარდო - 146; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 69; 8. სერხიო პერესი - 57; 9. კევინ მაგნუსენი - 53; 10. ფერნანდო ალონსო - 50; 11. ესტებან ოკონი - 49; 12. კარლოს საინსი - 45; 13. რომენ გროჟანი - 31; 14. პიერ გასლი - 29; 15. შარლ ლეკლერი - 27; 16. სტოფელ ვანდოორნი - 12; 17. მარკუს ერიკსონი - 9; 18. ლანს სტროლი - 6; 19. ბრენდონ ჰარტლი - 4; 20. სერგეი სიროტკინი - 1

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 585 ქულა; 2. ფერარი - 530; 3. რედ ბული - 362; 4. რენო - 114; 5. ჰაასი - 84; 6. მაკლარენი - 62; 7. ფორს ინდია - 47; 8. ზაუბერი - 36; 9. ტორო როსო - 33; 10. უილიამსი - 7

0.138814