კარლ-ჰაინც რუმენიგემ ტონს აუწია. „კალე“ მიიჩნევს, რომ გერმანული მედია „ბაიერნის“ წინააღმდეგ ამხედრდა და ასე გაგრძელება არ შეიძლება. რუმენიგეს თქმით, ადგილობრიი პრესა „რეკორდმაისტერს“ უსაფუძვლოდ აკრიტიკებს და ნორმის ფარგლებს სცდება.
„დროა გერმანიის უმსხვლესმა კლუბმა გამოხატოს მკაფიო პოზიცია არსებული მდგომარეობის შესახებ. ორშაბათს, გერმანიისა და ჰოლანდიის მატჩის შემდეგ, გვქონდა შეხვედრა და გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ჟურნალისტებთან კონტაქტს აღარ ვაპირებთ.
მედიაში ვკითხულობთ, რომ გუნდის თამაშს ვერ ხედავენ. ისინი ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოდიან და ჩვენ დავიცავთ მწვრთნელის, ფეხბურთელებისა და კლუბის სახელს.
როდესაც ვკითხულობთ, რომ მატს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი ძველ ფეხბურთს თამაშობენ, ვფიქრობ: ბიჭებო, ნუ დაივიწყებთ კონსტიტუციის პირველ მუხლს: პიროვნების შეურაცხყოფას.
როდესაც აკრიტიკებენ ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ორ ადამიანს ბოლო 10 წლის განმავლობაში „ბაიერნის“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბად ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვთ შეტანილი. ამიერიდან, ვაპირებთ, რომ მედიის ასეთი ქმედებები არ დავუშვათ და ვუპასუხოთ“, - განაცხადა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ ბოლო ოთხი თამაში არ მოუგია და ბუნდესლიგაში ამ დროისთვის მხოლოდ მეხუთე ადგილზე იმყოფება.