ფეხბურთი

2:41 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი ზუსტი პასებით ერთა ლიგაზე საუკეთესოებშია

უეფას ერთა ლიგაზე ოთხი ტური მიილია. საქართველო უკვე გავიდა ჯგუფიდან, საქართველოს 100%-იანი შედეგი აქვს. ამასობაში, სტატისტიკოსები თავის საქმეს ასრულებენ და ყველაფერს ითვლიან.

ჰოდა, არამარტო D დივიზიონში, არამედ მთლიანად ერთა ლიგაზე ზუსტი გადაცემების რაოდენობით ხუთეულში ქართველი ფეხბურთელი იმყოფება - ნიკა კვეკვესკირი.

ნიკას აქტივში ჩატარებული 4 მატჩიდან 274 ზუსტი პასი დაგროვდა. არ იკითხავთ ლიდერი ვინაა? - სერხიო რამოსი 306 პასით. ხუთეულში არიან რიჩარდ ალმეიდა (298), ალექსანდრუ ეპურანუ (283) და გარა გარაიევი (276).

საქართველოს ნაკრები კი, გატანილი გოლებით მეოთხე ადგილზეა. 10-10 გოლი გაიტანეს ესპანეთმა და ლუქსემბურგმა, ხოლო შვეიცარიამ, ჩვენ და მაკედონიამ მეტოქეები უკვე ცხრაჯერ დავამწუხრეთ.

აი, გოლგაუშვებლად ოთხი ნაკრები ასპარეზობს - საქართველო, ფინეთი, ბელარუსი და დანია.

0.116893