ფეხბურთი

22:15 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

U21 - საქართველომ შესარჩევი ციკლი მესამე ადგილზე დაასრულა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაასრულა. გია ცეცაძის გუნდი ფინეთში გამარჯვების შემდეგ პოლონეთში ჩავიდა, მაგრამ ღირებული ვერაფერი გაახერხა.

პატარა „ჯვაროსნებმა“ მეტოქეს წინააღმდეგობა ოდენ ერთი ტაიმი გაუწიეს. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართველებმა 1 სათი უმცირესობაში გაატარეს. მიზეზი? - გიორგი კუციამ 30-ე წუთისთვის ორი გაფრთხილების მიღება მოასწრო და მოედანიც ნაადრევად დატოვა.

პოლონელებმა კი მეორე ნახევარში გატეხეს კაცნაკლული მეტოქე. იაგიელოს, მიხალაკისა და კოვნაცკის გოლებით მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.

საბოლოდ, შესარჩევი ციკლი დანიის ნაკრებმა მოიგო 23 ქულით და ფინალურ ეტაპზე გავიდა. პოლონეთს მეორე ადგილი ერგო 22 ქულით. აი, საქართველოს ნაკრებმა მესამე პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა: 10 თამაში, 3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება და შესაბამისად, 12 ქულა.

პოლონეთთან საქართველომ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

გუგეშაშვილი; ქანთარია, გიორგაძე, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (ელოშვილი 79); ჩაჩუა (შულაია 54), სამურკასოვი, კუცია; მიქელთაძე; ბუღრიძე (ნინუა 41), არველაძე

გოლები: 1:0 იაგიელო (52), 2:0 მიხალიკი (74), 3:0 კოვნაცკი (90)

0.114013