ფეხბურთი

21:05 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია ახალი კონტრაქტის სანაცლვოდ 12 მილიონს ითხოვს

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ ანხელ დი მარიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება, თუმცა პრობლემა არსებობს - დი მარიას ხელფასი.

არგენტინელი პარიზელებს იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ ხელფასი გაუზრდიან. საუბარია სეზონში 12 მილიონ ევროზე. ამ ეტაპზე პსჟ-ს პასუხი უცნობია.

აღსანიშნავია, რომ დი მარია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ ტომას ტუხელის გუნდში მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. 30 წლის ანხელი მუდმივად თამაშობს და კარგ სეზონსაც ატარებს. მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

0.109404