სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:35 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხეც, გავიფორმოთ...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სამიდან სამი თამაში მოვიგეთ. ოთხიდან ოთხიც უნდა მოვიგოთ. და, საერთოდ, ჯგუფში ყველა თამაში უნდა მოვიგოთ, რადგან D დივიზიონში საუკეთესო შედეგი გვჭირდება. ეს ორმაგად მნიშვნელოვანია: ნახევარფინალ-ფინალისთვის უპირატესობას შევიქმნით და ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლისთვის მეხუთეს ნაცვლად მეოთხე კალათაში ვიქნებით. მოკლედ, ორი აზრი არაა: ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელო თამაში არ არსებობს.

ჰოდა, პირველი ნაბიჯი ლატვიაა. საერთოდ, თუ შორს გინდა წასვლა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარო, ეს წარმატების მომტანია. სწორედ ამიტომ, ახლა საქართველოს ნაკრები მხოლოდ დღევანდელ მატჩზე ფიქრობს. დანარჩენი მერე.

ლატვიას 2 ქულა აქვს, მაგრამ შესაძლოა, სწორედ რიგაში გველოდეს ყველაზე რთული შეხვედრა. თუმცა ორი აზრი არაა, „ჯვაროსნები“ ფავორიტებიც არიან და კარგ ხასიათზეც. განსხვავებით მეტოქისგან.

მაგალითად, ბალტიისპირელთა დამრიგებელი მიქსუ პაატელაინენი აღიარებს, რომ მის გუნდს შანსი ფაქტობრივად აღარ დარჩა და საქართველო გამოკვეთილი ფავორიტია. ვაისი კი უფრო პრაგმატიზმით გამოირჩა მატჩის წინ - ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევიაო. პრინციპში რატომ პრაგმატიზმით, მართლაც ასეა - საქართველოს ნაკრებს წინ გრძელი და მომქანცველი გზა ელოდება.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო მიჯრით სამი ოფიციალური თამაში. შესაბამისად, „დაუგავა არენაზეც“ თუ იმარჯვებს, სამიოდ დღის წინ დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებს. თანაც, ორი ტურით ადრე ოფიცალურად გაინაღდებს პირველ ადგილს ჯგუფში, C დივიზიონის საგზურსა და ნახევარფინალში თამაშის უფლებას. მოკლედ, შესაძლოა, ისტორიულ შეხვედრაზე გვიწევდეს ახლა წერა-კითხვა.

იქამდე, 90 წუთი და 11 ფეხბურთელია. ვაისმა ცვლილებები ჯერ კიდევ ანდორასთან ნამატჩევს დააანონსა, მაგრამ გუშინ ოდნავ უკან დაიხია და თქვა, რომ იქნება, მაგრამ მცირედით. ჩვენც გვგონია, რომ სლოვაკი შემადგენლობის რადიკალურად გადახალისებას არ გეგმავს და ალბათ არც იქნებოდა მართებული.

ვაისის სავარაუდო არჩევანი

მეკარე - გიორგი ლორია. აქ კითხვის ნიშნები ვაისისთვის არ არსებობს.

დაცვა - დაცვაშიც იდენტურ ოთხეულს უნდა ველოდოთ, როგორც აქამდე: ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი.

ნახევარდაცვა - წესით, ვაკო გვილია შანსს იმსახურებს, მაგრამ ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა კარგად არიან შეთამაშებულნი. ამიტომ, ვაისი ისევ ნაცად დუეტს დაეყრდნობა.

შემტევი ტრიო - აი, ცვლილებას აქ ველოდებით. წინა მატჩისგან განსხვავებით ჯანო ანანიძის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა გასაკვირი არ იქნება. სლოვაკს სჯერა ანანიძის და წინა თამაშშიც 20 წუთი დატვირთა. შესაბამისად, დღეს ველოდებით, რომ მეტ დროს დაუთმობს. ჯანოსთან ერთად შეტევაში ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე იმოქმედებენ.

ფორვარდი - აქ ალტერნატივა არაა. ვაისმა დააპირა ერთი ფორვარდის დამატება, მაგრამ გადაიფიქრა. მოკლედ, ნიკა კაჭარავა ისევ პირველი წუთიდან უნდა გავიდეს მინდორზე.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ყაზაიშვილი, ანანიძე, ჩაკვეტაძე; კაჭარავა.

ლაზარეთი

წინა მატჩის შემდეგ არაფერი შეცვლილა (საბედნიეროდ). გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი მაკარიძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი - დანაკლისი ასეთია. საკმაოდ სოლიდური...

წარსული მეტოქესთან

ლატვიის ნაკრებთან ოფიციალური თამაში “ჯვაროსნებს” მოგებული არ ჰქონდათ და ნავსი ერთი თვის წინ გატყდა. ევრო 2000-სა და ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში ბალტიისპირელები ჩვენი მეტოქეები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერვე საქართველო ფავორიტად განიხილებოდა, მათი დამარცხება ვერ მოხეხრდა.

1998 წლის 10 ოქტომბერს, მასპინძლებმა ლიეპაიში, 1:0 მოიგეს, ხოლო 1999 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, შოთა არველაძისა და ყაველაშვილის გოლები საკმარისი არ გამოდგა – 2:2.

2010 წლის 12 ოქტომბერს, რიგაში, საქართველო ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. დავით სირაძის გოლით ბოლო წუთამდე იგებდა, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნა და თემურ ქეცბაიას გუნდმა ლატვიიდან ოდენ ქულა წამოიღო. აი, 2011 წლის 2 სექტემბერს კი, თბილისში, საერთოდ დამარცხდა (0:1). ერთი თვის წინ პირველი გაამრჯვება მოვიპოვეთ ოფიციალურ თამაშში. თორნიკე ოქრიაშვილის პენალტი გამოდგა გადამწყვეტი. საბოლოო ჯამში, 5 ოფიციალური მატჩი, 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ახლა, გვჯერა, რომ ოფიციალურ შეხვედრებში თანაფარდობა იქნება.

საქართველოს ნაკრებს ბევრად კარგი სტატისტიკა აქვს ამხანაგურ მატჩებში: 4 თამაში, 3 მოგება, 1 წაგება. ეს ერთადერთი მარცხი ლატვიამ ისევ თბილისში გვაგემა, როდესაც 2008 წელს 3:1 მოიგო. ჩვენებურთაგან ერთადერთი გოლი კახა კალაძემ გაიტანა.

აი, რაც შეეხება სამ გამარჯვებას – ამ გუნდებს შორის პირველი თამაში 1994 წელს, რიგაში შედგა და საქართველოს ნაკრებმა დავით ჯანაშიას, კახი კაჭარავასა და გოჩა ჯამარაულის გოლებით 3:1 მოიგო. ასევე, ჯამარაულის დუბლით, 1998 წელს, მალტის საერთაშორისო ტურნირზე “ჯვაროსნებმა” 2:1 მოიგეს. მესამე გამარჯვება კი საქართველომ ბოლოსწინა დაპირისპირებაში იზეიმა: 2017 წლის 28 მარტს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღევანდელი მეტოქე მიუხედავად მატჩის სტატუსისა, არ დაინდო და 5:0 გაანადგურა. ამ ხუთიდან ოთხი გოლი ჯანო ანანიძისა და გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა (დუბლი შეასრულეს), ხოლო წერტილი გიორგი არაბიძემ ჯარიმით დასვა და ნაკრებში სადებიუტო გოლიც შეაგდო.

მთლიანი სტატისტიკა კი ოდნავ ქართველთა სასარგებლოდ მეტყველებს: 9 თამაში, 4 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, 15:10 ბურთების ბალანსი საქართველოს სასარგებლოდ. ერთი თვის წინ ნავსი გატყდა და საქართველომ ლატვიას ოფიციალური თამაში მოუგო. ვიმედოვნებთ, წარმატებული სერია გაგრძელდება და ამჯერად, სტუმრადაც მოვახერხებთ მეტოქის ძლევას.

მეტოქე

ის, რისკენაც ახლა ჩვენ მივისწრაფვით, ლატვიის ნაკრებს დაჭაშნიკებული აქვს. ბალტიისპირელებმა 2004 წელს დიდი სენსაცია გამოაცხვეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, საუკეთესო 16 გუნდში მოხვდნენ. თუმცა, მას შემდეგ ლატვიური ფეხბურთი კრიზისს განიცდის.

თავად განსაჯეთ: 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ლატვიამ 22 თამაში ჩაატარა და მხოლოდ ორჯერ მოახერხა გამარჯვება. ანდორასთან (4:0) ოფიციალურ მატჩში 2017 წელს და სამი თვის წინ ესტონეთთან ბალტიისპირეთის ტურნირზე (1:0). იყო ასევე 5 ფრეც – ორჯერ ფარერებთან, ლიეტუვასთან, ანდორასთან და სამი დღის წინ, ყაზახეთთან. აი, დანარჩენი 15 შეხვედრა კი წააგო (მათ შორის, ორჯერ საქართველოსთან 5:0 და 1:0).

საერთოდ, ლატვია არ გამოირჩევა ტექნიკური და ფეერიული ფეხბურთის თამაშით. ბალტიისპირელები უფრო მეტად აქცენტს დაცვაზე აკეთებენ, ხოლო შეტევაში ბედს კონტრშეტევებითა და სტანდარტულებით ეძებენ. ამასთან, პაატელაინენის გუნდებსაც ახასიათებთ სტანდარტული სიტუაციების დროს კარგი თამაში და ვაისის გუნდი ამას ალბათ, ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეს.

რაც შეეხება შემადგენლობას: კარს 38 წლის გამოცდილი კიპერი ანდრის ვანინსი იცავს, რომელსაც საკმაოდ კარგი კარიერა აქვს. 7 წელი შვეიცარიული “სიონის” კარს იცავდა, ხოლო 2016 წლიდან “ციურიხში” გამოდის. ამ გუნდის ძირითადშიც თამაშობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მოედანზე არ გასულა.

გუნდში ნაკლებად არიან ლეგიონერები და თუ არიან, საკმაოდ სუსტი გუნდებიდან. მათ შორის, უკვე ნახსენები “ციურიხი” უდაოდ გამორცეულია. უნდა გამოვყოთ პოლონური “პოდბესკიძიეს” ფორვარდი ვალერის შაბალა, რომელსაც 45 სანაკრებო მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდი

ბოლოს, ოთხი თვის წინ, ლუქსებურგთან სპარინგში წავაგეთ. ეს ცუდია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ვაისის გუნდმა ძალზე გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. იმ გუნდიდან დღეს მოედანზე გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია იქნებიან. მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, სხვა გუნდით ვიყავით.

მანამდე კი იყო სამი მოგებული სპარინგი გოლგაუშვებლად. ლიტვასთან (4:0), ესტონეთთან (2:0) და მალტასთან (1:0). განსაკუთრებით პირველ-ორ თამაშში მაღალი ხარისხის ფეხბურთი იყო და იმედი გაჩნდა.

ერთა ლიგის საწყის ეტაპზე კი ვიცით: ვაისის გუნდმა ჯერ ასტანაში ყაზახეთი დაამარცხა (2:0), შემდეგ თბილისში, ლატვიასთან მეტად მძიმე თამაშში, მაგრამ მაინც მოიპოვა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა, ხოლო ბოლოს ანდორა დაამარცხა (3:0).

საერთოდ, უკანასკნელი 16 თამაშიდან „ჯვაროსნები“ სამჯერ დამარცხდნენ და 9 გამარჯვება მოიპოვეს. ცხრაჯერვე მშრალი ანგარიშით!

დღევანდელ შეხვედრას ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი კი პეტრ არდელეანუ იქნება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია კი 22:45 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზეა“ დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109847
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X