ფეხბურთი

12:31 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეშლილი ჰიმნი ერევანში და გიბრალტარის დაწერილი ისტორია (+VIDEO)

ერევენაში საფეხბურთო ისტორია დაიწერა. ეს არ გაუკეთებია სომხეთის ნაკრებს, არამედ გააკეთა გიბრალტარმა, რომელმაც არსებობის ისტორიაში პირველი ოფიციალური თამაში მოიგო და საერთოდაც, პირველად მოიპოვა ქულები.

მართალია, გიბრალტარის ნაკრებმა მიმდინარე წლის მარტში ლატვია დაამარცხა, მაგრამ ის სპარინგი იყო.

50-ე წუთი, ლუის ჩიპოლინას გოლი და გიბრალტარის ნაკრები ისტორიის ახალ ფურცელს წერს. ერევანში გიბრალტარელთა დიდი ზეიმი გაიმართა. სხვათა შორის, ამას შეგვიძლია დავარქვათ პატარა შურისძიებაც. საქმე ისაა, რომ გიბრალტარის ჰიმნის ნაცვლად ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტეინის ჰიმნი გააჟღერეს.

„გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია იმედგაცრუებულია იმით, რომ უეფას ერთა ლიგის მატჩში სომხეთის წინააღმდეგ, ლიხტენშტეინის ჰიმნი დაუკრეს“, - წერს გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია სოციალურ ქსელში.

აქვე გეტყვით, რომ D ლიგის მეოთხე ჯგუფს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს მაკედონიის სახით, რომელსაც 9 ქულა აქვს. დანარჩენებს, ლიხტენშტეინს, გიბრალტარსა და სომხეთს კი 3-3 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115528