ფეხბურთი

19:26 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ადვოკატი: "დოკუმენტები ყალბია"

ტურინის „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ადვოკატი პიტერ კრისტიანსენი აცხადებს, რომ დოკუმენტები, რომელიც გამოქვეყნდა, ყალბია. ადვოკატის აზრით, მედიაში დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება და იმედი გამოქთვა, რომ მალე სიმართლე გაირკვევა.

„დოკუმენტები, რომელიც გამოქვეყნდა ყალბია. რონალდუმ რამდენიმე საბუთს ხელი მოაწერა, მაგრამ არსად არ წერია, რომ ბრალს აღიარებს. მედიაში ინფორმაცია ძალიან დამახინჯებულია და კრიშტიანუ იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს“, - განაცხადა კრისტიანსენმა.

საინტერესოა, რომ ადვოკატის აღნიშნულ განცხადებას გერმანულმა Der Spiegel-მა უკვე უპასუხა: "ყალბია? - არა! ასეთი კიდევ ასეულობით გვაქვს", - გაავრცელა ცნობა გამოცემამ.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელს კეტრინ მაიორგას გარდა, კიდევ სამი გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ეს ამერიკელი მოდელის, ხსენებული მაიორგას ადვოკატმა ლესლი სტოვალმა განაცხადა. მისი თქმით, კიდევ სამი გოგონას შესახებ გაიგო და აქედან ერთმა პირადად დაურეკა კიდეც.

ამდენად, ადვოკატის განცხადებით, ოთხმა გოგონამ უკვე განაცხადა, რომ თავის დროზე რონალდუმ გააუპატიურა. თავის მხრივ, შეგახსენებთ, მაიორგას თქმით, 2009 წელს ლას ვეგასში პორტუგალიელმა სექსულაური კავშირი მასთან ძალის გამოყენებით დაამყარა.

თავად ფეხბურთელი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მაიორგა სცდილობს მისი სახელით პოპულარობა მოიპოვოს. იქამდე კი, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად, კრიშტიანუსა და მაიორგას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, დუმილის შესახებ და ამის სანაცვლოდ რონალდუმ მას ფულიც გადაუხადა.

მოგვიანებით, პორტუგალიურმა მედიამ დაწერა, რომ აღნიშნული თანხის გადახდას კრიშტიანუ არ აპირებდა, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ აიძულა, რომელიც თავის მხრივ, საკუთარ იმიჯს გაუფრთხილდა. დღეს, „სამეფო კლუბმა“ აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

მოკლედ, სიტუაცია საკმაოდ ჩახლართულია და სიმართლე ალბათ უახლოეს ხანებში გაირკვევა. რონალდუს ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი მზადაა სამართალდამცავ ორგანოებთა ითანამშრომლოს და 9 წლის წინ მომხდარის შესახებ სიმართლე თქვა. სხვათა შორის, ადვოკატის თქმით, მათ აქვთ ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს, რომ მაიორგა და რონალდუ სასტუმორდან გამსოვლის შემდეგ ღამის კლუბში დაბრუნდნენ და მოლხენა განაგრძეს. შედეგად, არანაირ ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109033