სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

22:05 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ მალაყმაძე: “იმედი მაქვს, სამომავლოდ გულშემატკივრებს კიდევ არაერთხელ გავახარებ”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა არჩილ მალაყმაძემ და ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა ძალოსანთა ასპარეზობის შემდეგ კომენტარი გააკეთეს. შეგახსენებთ, რომ მალაყმაძემ ვერცხლის მედლის მოპოვება არგენტინულ ბუენოს აირესში მიმდინატე შეჯიბრზე მოახერხა.
არჩილ მალაყმაძე: “პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს წარმატებაში წვლილი შეიტანა. გახარებული ვარ და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ჩემს გულშემატკივრებს კიდევ არაერთხელ გავახარებ.
სამწუხაროდ, 4 სექტემბერს მუხლის მძიმე ტრავმა მივიღე, რის შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ არ მივარჯიშია. შეჯიბრზეც ტრავმირებული ფეხით გავედი. რომ არა ეს ხელშემშლელი ფაქტორი, ვფიქრობ ოქროს მედალსაც ავიღებდი. ამის თქმის საბაბს ისიც მაძლევს, რომ ტრავმამდე ორჭიდში იმაზე მეტს ვაგროვებდი, ვიდრე ბუენოს აირესში გამარჯვებულმა თურქმა მეტოქემ დააგროვა.
მიუხედავად ყველაფრისა, ვერცხლის მედლის მოპოვება მაინც შევძელი, რაც ვფიქრობ კარგი შედეგია. მადლობა ჩემს მწვრთნელს ზურაბ ანთაურს, რომელიც მუდმივად გვერდში მიდგას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების სრულ შემადგენლობას, რადგან სწორედ მათ მოიპოვეს ის ლიცენზია, რომლითაც მე ამ შეჯიბრზე გამოვედი.
მოგეხსენებათ, რომ მილანში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდის თითოეულმა წევრმა იბრძოლა და არალიცენზირებულ გუნდებში პირველი ადგილი დავიკავეთ, ასე რომ თითოეული მათგანის წვლილია ამ ყველაფერში.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას და მთელს სამწვრთნელო შტაბს, ასევე ოლიმპიური რეზერვების თანამშრომლებს რომ ყველა პირობას მიქმნიან, ასპარეზობებზე კარგად გამოსასვლელად.
და ბოლოს, რა თქმა უნდა მადლობა გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობ”.
ზურაბ ანთაური: “მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრი გუშინ იყო, ემოციებს დღესაც ვერ ვიკავებ. ჩვენ ამ დღისთვის წლებია ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდივართ. 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც მე ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი მიზნად დავისახე, რომ ახალგაზრდულ თამაშებზე უნდა მოვხვედრილიყავით და ასეც მოხდა. შრომამ შედეგი გამოიღო.
არჩილ მალაყმაძე პირველი ძალოსანია, ვინც ახალგაზრდულ თამაშებზე მოხვდა, თუმცა ის რომ არჩილს დღეს მკერდს ბუენოს აირესში მოპოვებული მედალი უმშვენებს, უამრავი ადამიანის დამსახურებაცაა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ჭაბუკთა ნაკრების თითოეული წევრი, რომელმაც ლიცენზიისთვის იბრძოლა. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიური ლიცენზია ჩვენ მილანში მოვიპოვეთ, რისთვისაც ამ საქმეში თითო აგური ნაკრების თითოეულმა წევრმა დადო. მათი დაუღალავი შრომისა და მოპოვებული ქულების შედეგი იყო ის, რომ არალიცენზირებულ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დავიკავეთ, რამაც ოლიმპიურ ლიცენზიამდე მიგვიყვანა.
რაც შეეხება უშუალოდ არჩილის გამოსვლას. მისი მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ. არჩილმა სპორტული ჟინი გამოავლინა და მედალი მოიპოვა მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრზე ტრავმირებული ფეხით გამოდიოდა.
გულშემატკივარმა ალბათ არ იცის, რომ მალაყმაძემ 4 სექტემბერს მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. სპორტსმენმა მუხლის მყესი გაიწყვიტა. ამის გამო მას ვარჯიში აღარ შეეძლო და 22 დღე გაუცდა, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ ვარჯიშებს მჯდომარე მდგომარეობაში. შეჯიბრზეც ასე უვარჯიშებლად და ტრავმირებული ფეხით წამოვედით. აქვე უნდა აღინიშნოს ჩვენი ექიმების – ზურაბ კახაბრიშვილის, გიორგი ჭინჭარაულისა და გიორგი ლომიძის წვლილი. სპორტსმენი სწორედ მათი ძალისხმევით წამოდგა ფეხზე და ფიცარნაგზეც გავიდა.
ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ, რაც დამეთახნმებით, რომ ბრწყინვალე შედეგია იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ზემოთ ვახსენე. საკმაოდ რთული და დაძაბული ასპარეზობა გამოვიდა. უახლოესი მდევარი ამერიკელი და მექსიკელი ძალოსნები უკან მოვიტოვეთ. თურქის დამარცხებაც შეგვეძლო. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ არჩილი 4 სქტემბრამდე, სანამ ტრავმას მიიღებდა თურქის მიერ ორჭიდში ნაჩვენებ 305 კილოგრამზე 3 კილოგრამით მეტს – 308 კილოგრამს ართმევდა თავს. რომ არა ეს ტრავმა, ჩემპიონობას ვიზეიმებდით...
ვულოცავ ამ მედალს სრულიად საქართველოს. ვულოცავ ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა.
მადლობას ვუხდი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს, რომელიც ყველა ჩვენს თხოვნას უმალ აკმაყოფილებს და შედეგიც სახეზეა.
მადლობა მთელ სამწვრთნელო შტაბს, ჩემს თანაშემწეებს თემურ ჯანჯღავას და ბეჟან ჭიჭინაძეს.
მადლობა ნაკრების თავკაცს გიორგი ასანიძეს, რომელიც საწვრთნელ პროცესში მუდმივად გვერდით გვედგა და აქაც სულ სატელეფონო ხაზზე იყო.
მადლობა ფედერაციის თითოეულ წევრს.
ასევე დიდი მადლობა ოლიმპიური რეზერვების ხელმძღვანელს ბორია ფიცხელიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს სპორტსმენთა კეთილდღეობისთვის.
მადლობა არჩილის პირველ მწვრთნელს როლანდ ქავთარაძეს.
განსაკუთრებული მადლობა კი მალაყმაძის მშობლებს, რომლებიც მუდმივად მამხნევებენ და სტიმულს მაძლევენ.
მადლობა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინსისტროს დელეგაციის წევრებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც ბუენოს-აირესში გვერდით გვედგნენ.
მადლობა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ტომაშ აიანს, რომელმაც გამარჯვება პირადად მოგვილოცა.
მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორს რომპეტროლსა და საქართველოს რკინიგზას.
მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც სულ გვამხნევებს!
და ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო იუნიორებისა და 23 წლამდელთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს, რომლებიც 20-27 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატზე იასპასრეზებენ. მათ წარმატებაში ეჭვი არ მეპარება".

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112846
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X