კალათბურთი

19:28 | 10.10.2018 | ნანახია 493 - ჯერ

„დელტა“ წარმოგიდგენთ - ბექა ბექაური

ბექა ბექაური კარიერას „დელტაში“ გააგრძელებს. სუპერლიგის შარშანდელმა დებიუტანტმა კიდევ ერთი კარგი მოთამაშით გააძლიერა შემადგენლობა. საქართველოს ნაკრების წევრი ახალ გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.

ბექა გამოცდილია. პრო-კარიერა დაიწყო 2009/2010 წლების სეზონში სამედიცინო აკადემიის გუნდში და ბოლო წლებში (2014/2015-დან) „ქუთაისში“ იყო. 6 საინტერესო და სტაბილურ სეზონში ბექაური სტატისტიკა 9.6 ქულა და 6.8 მოხსნა იყო.

„დელტაში“ ბექა ერთ-ერთ ლიდერად მოდის.

  1. რატომ „დელტა“?
  • ზვიად ანთაძე (კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კაპიტანი) ჩემი ნათესავია და ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო. გუნდიც საკმაოდ საინტერესო გვყავს. კარგ სეზონს ველოდები.
  1. რას მიიღებს „დელტა“ თქვენგან?
  • ყველაფერს, რაც შემიძლია, მაქსიმუმს.
  1. კარგ ფორმაში შეხვედით?
  • ბოლო წლებში ასეთ კარგ ფორმაში არ ვყოფილვარ.
  1. მოგწონთ „დელტას“ ეს შემადგენლობა?
  • კი, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. დაბალანსებული გუნდია. გვყავს ორი თითქმის თანაბარი ხუთეული.
  1. შეძლებს „დელტა“ მედლებისთვის ბრძოლას?
  • ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება. ქართველებიც და ლეგიონერებიც ძალიან კარგად გვყავს შერჩეული.
  1. სუპერლიგის სხვა გუნდების სიახლეებს ეცნობით?
  • იშვიათად.
  1. სუპერლიგის საუკეთესო მაღლები დაასახელეთ.
  • პირველ რიგში, აკაკი დვალიშილი. ილია ლონდარიძეც. „დელტას“ მაღალი - გეგი ბაქრაძე.
  1. ვინ გიქმნით ყველაზე მეტ პრობლემას მაღლებიდან?
  • გამორჩეულად...არავინ. არავისთან არ მიჭირს თამაში.
  1. საინტერესოა ლექსო ლაფანაშვილთან მუშაობა?
  • ლექსოს დიდი ხანია ვიცნობ. ერთად ვიყავით შსს-ში. პატივს ვცემ. როგორც მწვრთნელი, საკმაოდ საინტერესოა.
  1. „ქუთაისთან“ ერთად ზედიზედ ორი ფინალი წააგეთ. მიზეზი?
  • ცოტა რთულია მიზეზებზე საუბარი. ბოლო ფაზაში ყოველთვის რაღაც გვაკლდა.
  1. საყვარელი კალათბურთელები? ვიქტორ სანიკიძე, ლებრონ ჯეიმსი.
  2. საყვარელი ფილმი? არცერთი გამორჩეულად.
  3. საყვარელი ფერი? ნაცრისფერი.
  4. საყვარელი ნაწარმოები? მებრძოლთა კლუბი.

მადლობას ვუხდით ინტერვიუს ჩასაწერად საუკეთესო გარემოსთვის ბარს „8“ და მის მფლობელს, კალათბურთის დიდ გულშემატკივარს ზურაბ ჩიტაიას.

#ჩვენვართდელტა

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:47 | 11.10.2018
eke99 (1264)

მეგობრობის დღიური შეავსებინეთ ტუ ინტერვიუა? საყვარელი მანქანა? საყვარელი მსახიობი?

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.104543