ფეხბურთი

15:48 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტერის „ასტონ ვილაში“ უხმობენ

„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, ჯონ ტერი გახდეს, - იუწყება The Independent. ბირმინგემული კლუბის ხელმძღვანელობა ერთობ მოწადინებული ყოფილა „ჩელსის“ ლეგენდის გადასაბირებლად, რომელმაც ორიოდ დღის წინათ ოფიციალურად განაცხადა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ.

„ასტონ ვილამ“ ცუდი შედეგების გამო, მწვრთნელი სტივ ბრიუსი გასულ კვირას დაითხოვა. ქომაგები მის წასვლას კარგა ხანია ითხოვდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთ ბოლო მატჩში მავანმა გულშემატკივარმა ბრიუსს ტრიბუნიდან კომბოსტოს თავი ესროლა.

გასულ სეზონში ტერი სწორედ „ასტონ ვილაში“ ასპარეზობდა და 36 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა თასის ოდინდელმა მფლობელმა, ბირმინგემულმა კლუბმა სეზონი უხეიროდ დაიწყო. 12 ტურის შემდეგ, 15 ქულით გუნდს მე-15 ადგილი უჭირავს ჩემპიონშიფში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121728