ფეხბურთი

14:00 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სკანდალებს თავს ვერ აღწევს. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კიდევ ერთი ქალბატონის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

როგორც ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი იტყობინება, კეტრინ მაიორგას ადვოკატის, ლესლი მარკ სტოვალის განცხადებით, კრიშტიანუმ მისი კლიენტის გარდა, სხვა ქალბატონიც გააუპატიურა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია, თუმცა შესაძლოა, მეორე შემთხვევაზეც საქმე აღიძრეს ლას ვეგასის სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ კეტრინ მაიორგა რონალდუს 2009 წელს, ლას ვეგასში გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

პორტუგალიელ ფეხბურთელს, მისმა ამჟამინდელმა კლუბმა ტურინის „იუვენტუსმა“ და პორტუგალიის პრემიერმა ანტონიო კოსტამ მხარდაჭერა საჯაროდ აღუთქვეს.

თავის მხრივ, რონალდუ ზემოხსენებულს შეთქმულებას უწოდებს და ყველაფერში ფლორენტინო პერესს ადანაშაულებს, რომელიც ფეხბურთელის აზრით, მადრიდიდან წასვლის გამო უწყობს ამ ყველაფერს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114785