ჩოგბურთი

13:33 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას ტიტული იტალიაში

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში გამართული 25-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შაფათავა წყვილთა შეჯიბრში აფხაზური ფესვების მქონე რუს ამინა ანშბასთან ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი და ტიტულის მოგებამდე 4 გამარჯვება იზეიმა.
სოფომ და ამინამ პირველ წრეში ჩილელ ლოპესსა და ავსტრიელ ტრიჩკოვიჩს 6:3, 6:1 სძლიეს, მეოთხედფინალში გერმანელ დები მორდერგერებს უბრძოლველად გასცდნენ, ნახევარფინალში ჩინელები ჩაო და მა 6:3, 4:6, 10:8 დაამარცხეს, ფინალში კი იტალიელები – დი ჯიუზეპე და რემონდინა დაჯაბნეს – 7:6 (7:5), 2:6, 10:6.
სოფო მიმდინარე კვირაში იტალიაში რჩება და უკვე გადაერთო სანტა მარგერიტა დი პულაშივე დაწყებულ კიდევ ერთ 25-ათასიან ტურნირზე. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში მასპინძელი მარტინა სპიგარელი 3:6, 6:1, 6:3 დაამარცხა და გადამწყვეტ რაუნდში ასევე იტალიელ ტატიანა პიერისთან დაპირისპირება ელის.

0.113831