თამაშგარე

16:08 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეინი, კოლინი და კასპელი კოლა ძია

კასპელი მედოლე კოლა ძიას დოლს არ მოხვედრია იმდენი, რამდენიც ვეტერან ინგლისელ შემტევს, უინ რუნს მას შემდეგ, რაც მისმა გადარეულმა ცოლმა, კოლინ ქრივმა დადასტურებით გაიგო, რომ ბეყერა ქმარი თეატრის ახალგაზრდა მსახიობთან ღალატობდა, ქვეშქვეშობდა, ჩუმჩუმელობდა და მამაძაღლობდა.

ბრიტანეთის ბულვარული პრესა ირონიულად ხითხითებს, როდესაც რუნების ოჯახში მომხდარ მორიგ ღალატით მოსილ სკანდალს განიხილავენ. იმასაც კი ამბობენ, უეინს ცოლისგან უკვე იმდენი სილაქი აქვს მიღებული, რომ სახეს ფერუმარილით იფარავს და სახლიდან ისე გამოდისო.

ბრიტანული პრესა იქით იყოს და ჩვენც გვარიანად გვიკვირს რუნების ამბავი. თვე ისე არ გავა, უეინი და კოლინი ერთმანეთს ძაღლი-კატასავით რომ არ წაეკიდნონ, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი შერიგებით სრულდება. ამის მნახველი კოლა ძია იტყოდა, ნეტა ამ ხალხის შეძლება და გაძლება მოგვცა და მერე თუგინდ ოლეგ იაძე დაგვიბრუნონ კასპის გამგებლადაო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111733