სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

23:40 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პირველ მოადგილე მიხეილ გიორგაძესთან და მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს შეხვდა. ღონისძიებას ღვინის ქარხანა N1-მა უმასპინძლა.

მინისტრმა ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ათაბეგაშვილს პირადად მიულოცა. შეხვედრაზე ისაუბრეს მოახლოებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

ბაქოში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 3 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი მე-4 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ვაჟებში მოპოვებული მედლების მიხედვით, საქართველოს ნაკრები მხოლოდ იაპონიასა და კორეას ჩამორჩა.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით აზერბაიჯანიდან გურამ თუშიშვილი (+100 კგ) დაბრუნდა. 2014 წლის შემდეგ, საქართველომ პირველად იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა ძიუდოში. თუშიშვილმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო, მათ შორის ფინალური დაპირისპირება აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან. ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ვარლამ ლიპარტელიანს (-100 კგ), რომელიც ფინალში კორეელ გუამ ჩოსთან დამატებით დროში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის კაპიტანმა მესამე რაუნდში რიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი იპონით დაამარცხა. ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ) კი ბრინჯაოს მედალი ასევე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლის, კარამატ ჰუსეინოვის ძლევით მოიპოვა. ფინალურ ბლოკში გასული კიდევ ერთი ქართველი, ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო და პირველივე ბრძოლა დათმო.

მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე წარმატებულად იაპონიის ნაკრებმა იასპარეზა. იაპონელებმა ჯამში 8 ოქროს მედალი მოიპოვეს. მათი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა გუნდური შეჯიბრებაც, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრებს, რადგან დელეგაციის შემადგენლობაში არ იყვნენ ქალი ძიუდოისტები. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2018 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე:

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი

-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი

+100კგ - გურამ თუშიშვილი

www.mes.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110842
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X