ფეხბურთი

18:56 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა: ჯოვინკო "სკუადრა აძურაში" დააბრუნეს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ოქტომბრის მატჩებისთვის 28 ფეხბურთელი გამოიძახა.

საინტერესოა, რომ მანჩინის რჩეულთა შორის სებასტიან ჯოვინკო მოხვდა, რომელსაც „სკუადრა აძურაში“ 3 წელია არ უთამაშია.

იტალიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), მატია პერინი (იუვენტუსი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დომენიკო კრიშიტო (ჯენოა), დანილო დ’ამბროზიო (ინტერი), ემერსონ პალმიერი (ჩელსი, ინგლისი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ალესიო რომანიოლი (მილანი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (კალიარი), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ჯაკომო ბონავენტურა (მილანი), რობერტო გალიარდინი (ინტერი), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ჯანლუკა კაპრარი (სამპდორია), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), პატრიკ კუტრონე (მილანი), სებასტიან ჯოვინკო (ტორონტო, კანადა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), სიმონე ძაძა (ტორინო), ჩირო იმმობილე (ლაციო)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 10 ოქტომბერს, უკრაინას ამხანაგურად გაეჯიბრება, ხოლო 4 დღის მერე პოლონეთში ერთა ლიგის შეხვედრას ჩაატარებს.

0.112179