ფეხბურთი

17:09 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკეს 23 რჩეული

ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია. ლუის ენრიკემ „ფურია როხა“ 23 ფეხბურთელით დააკომპლექტა, რომელთა შორის ისევ არაა „ბარსელონას“ მცველი ჟორდი ალბა.

გარდა ამისა, გამოძახებულთა შორის ვერ მოხვდა მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევი დიეგო კოშტაც. სხვა მხრივ, ესპანელთა განაცხადი ასეთია:

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი), კეპა არიზაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), პაუ ლოპესი (ბეტისი)

მცველები: სერხიო რამოსი (რეალი), ნაჩო ფერნანდესი (რეალი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), რაულ ალბიოლი (ნაპოლი, იტალია), მარკ ბარტრა (ბეტისი), მარკოს ალონსო (ჩელსი, ინგლისი), ხოსე გაია (ვალენსია), ჯონათან კასტრო (ვულვზი, ინგლისი)

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), საულ ნიგეზი (ატლეტიკო), როდრი (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, გერმანია), დანი სებალიოსი (რეალი), კოკე (ატლეტიკო)

თავდამსხმელები: იაგო ასპასი (სელტა), მარკო ასენსიო (რეალი), ალვარო მორატა (ჩელსი, ინგლისი), სუსო (მილანი, იტალია), როდრიგო (ვალენსია), პაკო ალკასერი (დორტმუნდი, გერმანია)

ესპანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს, კარდიფში, ამხანაგურად უელსს გაეჯიბრება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ერთა ლიგის ეგიდით ინგლისის ნაკრებს სევილიაში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111705