სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭადრაკი

23:46 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იმედი მაინც არის...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქართველი მოჭადრაკეებისათვის წარუმეტებელი აღმოჩნდა ბათუმში მიმდინარე 43-ე ოლიმპიადის მერვე ტური. ყველას ჰქონდა იმედი, რომ ჩვენი მოჭადრაკე ქალების პირველი ნაკრები ყაზახეთის გუნდს დაამარცხებდა, მით უმეტეს, რომ ქართველები საშუალო გუნდური რეიტინგით მაღლა დგანან მეტოქეზე, მაგრამ...

ნანა ძაგნიძე (რეიტინგი - 2509) პირველ დაფაზე დინარა სადუაკასოვას (2474) შეხვდა და ყაიმით დაასრულა პარტია, ასეთივე შედეგი დაფიქსირდა მესამე დაფაზე - ნინო ბაციაშვილისა (2482) და გულისკხან ნახბაიევას (2394) შეხვედრაში. მეორე დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა (2475) წააგო ჟანსაია აბდუმალიკთან (2482), მეოთხე დაფაზე - მერი არაბიძე (2404) გულმირა დაულეტოვასთან (2263) დამარცხდა.საბოლოოდ ყაზახებმა 3:1 გვაჯობეს.

ასევე წარუმატებლად ითამაშა ჩვენმა მეორე გუნდმა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში აზერბაიჯანელ მოჭადრაკე ქალებთან 1,5:2,5 დამარცხდა.

სალომე მელიამ და სოფო გვეტაძემ თავიანთ დაფებზე წააგეს. სოფიკო ხუხაშვილი ყაიმზე შეუთანხმდა მეტოქეს. მხოლოდ ინგა ჭარხალაშვილმა მოიგო.

საქართველოს ქალთა მესამე ნაკრებმა კი ალჟირის გუნდს 2,5:1,5 აჯობა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა სომხეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის. აქამდე ჩვენი მეზობლები ერთპიროვნული ლიდერები იყვნენ. ამჯერად, პირველი მარცხი იწვნიეს.

ელინა დანიელიანმა პირველ დავაზე წააგო ანა მუზიჩუკთან, ასევე დამარცხდა მესამე დაფაზე ანა სარგსიანი - მან ვერაფერი გააწყო ანა უშენინასთან. დანარჩენი პარტიები (ლილიტ მკრტჩიანი-მარია მუზიჩუკი, სირანუშ გუკასიანი-ნატალია ჟუკოვა) ყაიმით დასრულდა. საბოლოო შედეგი - 3:1 უკრაინელების სასარგებლოდ. ასეთივე ანგარიშით, აშშ-ს ნაკრებმა სძლია იტალიის ნაკრებს, ხოლომ უნგრელებმა ინდოელებს მოუგეს.

ჩინეთის ნაკრებს (ვენიუნ ჟუ, ქიან ჰუანგი, ტინგიე ლეი, მო ჟაი) არ გასჭირვებია რუმინელი ქალების დამარცხება - 3,5:0,5.

რუსეთის ნაკრებმა მშრალი ანგარიშით (4:0) დაამარცხა ჰოლანდიის გუნდი.

8 ტურის შემდეგ, ქალთა ოლიმპიადას ორი ლიდერი ჰყავს - ჩინეთისა და უკრაინის გუნდებს 6-6 მოგება, 2-2 ფრე და შესაბამისად - 14-14 ქულა აქვთ (შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში გუნდს ეწერება 2 ქულა, ფრეს შემთხვევაში - 1 ქულა, ხოლო წაგებისას -0)

13-13 ქულა აქვთ და მესამე-მეთორმეტე დგილებს იყოფენ აშშ-ს, უნგრეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და რუსეთის გუნდები. ამათგან, ყველაზე უკეთესი კოეფიციენტი გააჩნია აშშ-ს ნაკრებს და ის მესამე საფეხურზეა. 12-12 ქულა აქვს 5 გუნდს და მათ შორისაა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველი ნაკრები (5 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი) კოეფიციენტის გათვალისწინებით ჩვენი ძირითადი გუნდი მე-9 ადგილზეა.

საქართველოს მეორე და მესამე ნაკრებს 11-11 ქულა აქვთ და სხვა გუნდებთან ერთად მე-13-28-ე ადგილებს იყოფენ. ორივეს 5-5 მოგება, თითო ფრე და 2-2 მარცხი აქვთ აქტივში. კოეფიციენტით მეორე ნაკრები მეცამეტე საფეხურზეა, ხოლო მესამე გუნდი – 23-ეზე.

ცნობილმა ქართველმა მოჭადრაკე ნანა იოსელიანმა მერვე ტურის დასრულებისთანავე კომენტარი გააკეთა woldsport.ge-სთან: „ასეთი სიტუაციები ხდება ხოლმე... თუმცა, ჯერ დაკარგული არაფერია, მთავარია, მომდევნო ტურებში უფრო დამაჯერებლად ითამაშონ... მაინც ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქალთა გუნდი საპრიზო სამეულში მოხვდება.“

მეცხრე ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები მონღოლეთის გუნდს ხვდება და იმედია, გაიმარჯვებს. მეორე ნაკრების მეტოქე სერბეთია, ხოლო ჩვენი მესამე ნაკრები ვიეტნამის გუნდს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ვაჟებს, საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები მოლდოვას გუნდს შეხვდა და სამწუხაროდ, წააგო 1,5:2,5. დამარცხდნენ ბაადურ ჯობავა და ლევან ფანცულაია, ივან ჩეპარინოვმა ყაიმით დაასრულა თავისი პარტია, ხოლო დავით ჯოჯუამ პრესტიჟის ქულა აიღო.

მეორე ნაკრების მეტოქე ნეპალის ნაკრები იყო. ქართველმა მოჭადრაკე ვაჟებმა 3,5:0,5 იმარჯვეს.

ჩვენმა მესამე გუნდმა კი ფრედ 2:2 ითამაშა ინდონეზიის ნაკრებთან.

მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა აშშ-სა და აზერბაიჯანის გუნდების დაპირისპირება. პირველ დაფაზე მსოფლიოს ნომერ მეორე მოჭადრაკე ფაბიანო კარუანამ აზერბაიჯანელთა ლიდერს შახრიარ მამედიაროვს სძლია, მეორე დაფაზე აზერბაიჯანელმა იმარჯვა - თეიმურ რაჯაბოვმა უესლი სოუს აჯობა. ყაიმით დაასრულეს პარტია ჰიკარუ ნაკამურამ და არკადი ნაიდიცმა, ხოლო მეოთხე დაფაზე სამუელ შანკლანდმა რაუფ მამედოვს სძლია. საბოლოო შედეგი 2,5:1,5 ამერიკელთა სასარგებლოდ.

სომეხმა მოჭადრაკე ვაჟებმა ფრედ 2:2 ითამაშეს პოლონელებთან. ინდოეთის ნაკრებმა 2,5:1,5 სძლია ჩეხეთის გუნდს. ასეთივე ანგარიშით გერმანიის ნაკრებმა ესპანეთის გუნდი დაამარცხეს, ჩინელებმა - ჰოლანდიელები, ხოლო ფრანგებმა - უკრაინელები. რუსეთის ნაკრებმა 3:1 მოუგო ბელარუსის გუნდს.

8 ტურის შემდეგ ვაჟთა ოლიმპიადას აშშ-ს ნაკრები ლიდერობს, რომელმაც 7 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და შესაბამისად 15 ქულა აქვს. ლიდერს ქულით ჩამორჩება პოლონეთის გუნდი. 13-13 ქულით მესამე-მეცხრე ადგილებს იყოფენ აზერბაიჯანის, ინდოეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, სომხეთის, გერმანიისა და ინგლისის ნაკრებები.

საქართველოს პირველ და მეორე ნაკრებებს 10-10 ქულა აქვთ და სხვა გუნდებთან ერთად 33-ე - 54-ე ადგილებს იყოფენ. მესამე ნაკრები 9 ქულით 59-ეა.

მეცხრე ტურში ცენტრალური მატჩია პოლონეთისა და აშშ-ს გუნდებს შორის, ასევე საინტერესო იქნება აზერბაიჯანი - ჩინეთისა და ინდოეთი-სომხეთის დაპირისპირება.საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების მეტოქე ბელარუსის გუნდია, მეორე ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება, ხოლო ჩვენი მესამე გუნდი - ალჟირის სუსტს გუნდს.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113995
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X