ფეხბურთი

21:20 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" სამიზნე პოლონელი ტალანტია

იტალიური „ჯენოას“ თავდამსხმელ კრიშტოფ პიოტნეკზე ევროპული გრანდები ნადირობენ. ბრიტანული მედიის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელით ლონდონის „ჩელსია“ დაინტერესებული, რომლის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გუნდის ამჟამინდელი ცენტრფორვარდებით (ალვარო მორატა და ოლივიე ჟირუ) უკმაყოფილოა.

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, „არისტოკრატები“ მზად არიან „ჯენოას“ ანგარიშზე 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადარიცხონ.

აღსანიშნავია, რომ პიოტნეკი უკვე დაუკავშირეს „ბაიერნს“, „იუვენტუსს“, „ბარსელონასა“ და „დორტმუნდს“.

პოლონელი თავდამსხმელი ძალიან კარგ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში 7 ოფიციალურ შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი. სერია A-ში 6 თამაში, 8 გოლი და იტალიის თასზე 1 თამაში, 4 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114422