ფეხბურთი

12:29 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა ვარჯიშებზე მოურინიუს აღარ უჯერებს

ბოლო დროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ შექმნილი რთული ვითარება არახალი ამბავია. სეზონის წინ მათი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიუ კლუბის უფროსობას სატრანსფერო პოლიტიკის გამო შემოსწყრა. მერე „შინათ აიშალნენ“ და რა დღეშიც ჩავარდნენ, შედეგებიდან ჩანს. გასულ უქმეებზე „ეშმაკუნებმა“ „ვესტ ჰემთან“ მორიგი უსახური, უკბილო მატჩი გამართეს და 1:3 დამარცხდნენ. პრემიერლიგაში მეათე ადგილზე დგანან და პერსპექტივაც არ უჩანთ. „ლივერპულის“ ყოფილმა ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა, რომელიც ახლა ტელეექსპერტად მუშაობს, თქვა: მანჩესტერის ფეხბურთელები განგებ არ თამაშობენ, რადგან მოურინიუს წასვლა სურთო.

ცალკე თემაა პორტუგალიელი მწვრთნელის და ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის, პოლ პოგბას დაძაბული ურთიერთობა. დღე არ გავა ბრიტანულ მედიაში მათი კამათის ამბავზე არ დაიწეროს.

აი, გუშინაც „სანმა“ პოგბას ნაამბობი გამოაქვეყნა, სადაც ფრანგი არ მალავს, რომ ზამთარში გუნდიდან წავა, თუკი ამ დროისათვის მოურინიუს არ გაათავისუფლებენ. გამოცემა ამტკიცებს, ვარჯიშებისას პოგბა პორტუგალიელს ერიდება, არ უჯერებს და არც ელაპარაკებაო.

თავის მხრივ კი მოურინიუ მსოფლიო ჩემპიონს მონდომებას უწუნებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111359