ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
კვალიფიკაციაში მე-7 ნომრად განთესილი შაფათავა სლოვენიელ პია ჩუკს გაეჯიბრა და 1:6, 1:4 მარცხდებოდა, როდესაც თამაში შეწყვიტა.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავასა და რუს ამინა ანშბას პირველი რეიტინგი აქვთ და მერვედფინალში იტალიელ კოლმენასა და გერმანელ ჰობგარკის ეთამაშებიან.
პორტუგალიაში რჩება მარიამ ბოლქვაძე, რომელიც ობიდოსში ძალებს კიდევ ერთ 25-ათასიან ტურნირში მოსინჯავს. ერთეულთა შეჯიბრში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, წყვილებში კი ბოლქვაძე და თურქი ოზგენი ბულგარელ ნაიდენოვასა და ამერიკელ ნილს დაუპირისპირდებიან.