ხანგრლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, 24 წლის ბურჯანაძე ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში გამოჩნდა, რომელშიც მისი “გიპუზკოა ბასკეტი” “ფუენლაბრადას” დაუხვდა და 60:76 დამარცხდა.
ბექა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:19 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა, რაც მასპინძელთა რიგებში მე-2 მაჩვენებელი გახლდათ.
“გიპუზკოა ბასკეტი” მე-2 ტურის მატჩს 3 ოქტომბერს სტუმრად “სარაგოსასთან” ჩაატარებს.