ფეხბურთი

18:25 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" ყველაზე ცუდი სტარტი 29 წლის განმავლობაში

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წარუმატებელი თამაში გრძელდება და ამასობაში ანტირეკორდიც დაამყარა. საქმე ისაა, რომ „წითელ ეშმაკებს“ 1989-1990 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე წარუმატებელი სტარტი აქვთ 7 ტურის თავზე.

ამჟამად, ჟოზე მოურინიოს გუნდის მონაგარი მხოლოდ 10 ქულაა და ბოლოს ამაზე დაბალი მაჩვენელი (საწყის 7 ტურში) სწორედ 29 წლის ჰქონდა, როცა 7 ქულას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი“ დღეს ლონდონში, „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა და მოურინიოს შერყეული სკამი კიდევ უფრო შეირყა.

თეგებიმანჩესტერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1235