ფეხბურთი

17:36 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ევრო 2024-ს გერმანია უმასპინძლებს

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ვებგვერდმა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დაადასტურა. ალემანების ქვეყანამ თურქეთის კონკურენცია დაძლია და 2006 წლის შემდეგ დიდ საფეხბურთო ტურნირს პირველად უმასპინძლებს.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება, გერმანიამ ბოლოს აღნიშნულ ტურნირს 1988 წელს უმასპინძლა. აქვე გეტყვით, რომ ევრო 2020 ერთ კონკრეტულ ქვეყანაში არ ჩატარდება და რამდენიმე ქვეყნის ქალაქი უმასპინძლებს, ხოლო ნახევარფინალები და ფინალი ლონდონში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10178