ფეხბურთი

14:31 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება

საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ-მ ზედიზე მეექვსე შეხვედრა მოიგო და ექვსი ტურის მერე 18 ქულით ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.

პარიზელებმა 2017/18 წლების სეზონშიც ექვსი ტურის შემდეგ 18 ქულა დააფიქსირესს, რაც კლუბის რეკორდული მაჩვენებელია. პსჟ-ს აქამდე სასტარტო ზედიზედ შვიდი შეხვედრა არ მოუგია. პსჟ მომდევნო ტურში საკუთარ სტადიონზე "რენს" დაუპირისპირდება და დიდი შანსია, რომ რეკორდი გააუმჯობესოს.

საფრანგეთის ჩემპიონატის რეკორდი სასტარტო ზედიზედ თამაშების მოგებაში "ლილს" ეკუთვნის, რომელმაც 1936/37 წლების სეზონში რვა შეხვედრა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110355