ფეხბურთი

11:24 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ალვეშს გადაასწრო

„ბარსელონას“ არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი გახდა ლა ლიგის ლეგიონერი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი 423-ე შეხვედრა ჩაატარა. აქამდე არა ესპანელს ფეხბურთელებს შორის ლა ლიგაში ყველაზე მეტი 422 შეხვედრა დანი ალვეშს ჰქონდა ნათამაშები.

მესის 423 შეხვედრაში 388 გოლი აქვს გატანილი.

ლა ლიგაში მოასპარეზე ლეგიონერების ჩატარებული მატჩების რაოდენობა:

  1. ლიონელ მესი - 423 - შეხვედრა
  2. დანი ალვეში - 422
  3. ვალერი კარპინი - 384
  4. რობერტო კარლოსი - 370
  5. მაურო სილვა - 369
  6. მიროსლავ ჯუკიჩი - 368
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118851