სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:10 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მასობრივი ფეხბურთის კვირეული მამების თასი 2018 -ით დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ორგანიზებით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, დავით პეტრიაშვილის არენაზე მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე მეორედ გაიმართა. გათამაშებაში 22 გუნდი მონაწილეობდა. მამებმა, რომლებიც მწვრთნელების ამპლუაში იყვნენ, თამაშზე საფეხბურთო გუნდები გოგონებისა და ბიჭების თანაბარი რაოდენობით წარმოადგინეს. “მამების თასის” ყველა მონაწილეს სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

"მამების თასი მასობრივი ფეხბურთის კვირეულის განუყოფელ ნაწილად იქცა. წელს, უკვე მეორედ, აღნიშნულ გათამაშებას გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან და ორგანიზაცია "WECARE”- თან ერთად ვატარებთ. განსაკუთრებით მიხარია, რომ მამების თასზე მოასპარეზე გუნდების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. რაც უფრო მეტი გოგონა და ვაჟი ჩაერთვება გათამაშებაში, მით უფრო მეტად მოხდება ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამასთან, ტურნირი გამორჩეულია, რადგან გოგონებსა და ბიჭებს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ისიამოვნონ თამაშით. გოგონათა ფეხბურთში ჩართვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტია და მჯერა, რომ ჩვენს ძლიერ პარტნიორებთან ერთად კიდევ ბევრი საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ამ მიმართულებით,"- ლევან კობიაშვილი

ჩემპიონატი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული თანამშრომლობის ნაწილია. მისი მთავარი მიზანია, გასწიოს კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ძირითადი იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121787