სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

22:16 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სპორტული“ და “არასპორტული“ ოჯახები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ხშირად გვესმის ან ვკითხულობთ, რომ ცნობილი სპორტსმენების უმეტესობას რთული ბავშვობა ჰქონდა და ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლეგენდარული სპორტსმენების უმეტესობა ხელმოკლე ოჯახიდან იყვნენ, სადაც სავარჯიშო პირობებს ვინ ჩივის - ხშირად ელემენტარულად კვების პრობლემაც კი გადაუჭრელი იყო. თუმცა, ცხადია ეს ყველა სპორტსმენს არ ეხება და იყვნენ ისეთები, რომლებსაც მსგავსი სიღარიბე არათუ შეხებიათ, ალბათ ვერც კი წარმოედგინათ.

მაგალითად, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიკარდო კაკა შეძლებული იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, სადაც ოჯახის ფესვგაუხმობი ტრადიციის მიხედვით ახალგაზრდები სკოლის დასრულების შემდეგ იურიდიულ ანდა სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობდნენ და მერე ადვოკატებად, მოსამართლეებად თუ ექიმებად გვევლინებოდნენ. კაკამ კი ეს ტრადიცია დაარღვია, ყველაფერს ბურთის დევნა არჩია და დღეს მის პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ (მიუხედავად იმისა, რომ სპორტული კარიერა კარგა ხნის დასრულებული აქვს) აშკარაა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება მართებული იყო.

საქართველოში თუ უცხოეთში ჩვენ გვახსოვს მრავალი ოჯახი, სადაც სპორტი და სპორტსმენობა ერთგვარ ოჯახურ ტრადიციად ჩამოყალიბდა და კონკრეტული ოჯახებიდან ორი და ხშირად სამი ან ოთხი თაობის სპორტსმენებიც კი გვინახავს და გვახსოვს. ეს ოჯახები დიდი ხნის მანძილზე აგრძელებდნენ ანდა ახლაც აგრძელებენ ამ ტრადიციას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ოდესმე ეს ტრადიცია შეწყდება და შემდგომა თაობებში ვიღაც მწვანე მინდორსა თუ სპორტულ დარბაზს აცილებლად ამჯობინებს მეცნიერებას, პოლიტიკა, ჟურნალისტიკას თუ სხვა საქმეს. ეს გარდაუვალია!

ასეა იმ ოჯახების შემთხვევაშიც, სადაც აქამდე ადრე სპორტსმენი არასოდეს გაზრდილა და არავინ იცის ეს ნიჭი სად და როდის იჩენს თავს. სპორტსმენობა ცხადია გენეტიკურად არ გადადის. ის ინფორმაცია კი რომელიც წინა თაობის რაგინდარა სპორტმენს - ბაბუას, დედას თუ მამას აქვს, ზოგისთვის მნიშვნელვანია, ზოგი კი უბრალოდ საინტერესო ამბად თვლის და საბოლო ჯამში ივიწყებს კიდეც.

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, შემდგომში კი დიდებული მწვრთნელი, მენეჯერი და სპორტული ფუნქციონერი ფრანც ბეკენბაუერი იხსენებდა, რომ როდესაც თავის მცირეწლოვან შვილს ბურთს უგდება სათამაშოდ - პატარა მას ყოველთვის ხელში იჭერდა და ფრთხილად დებდა. ამან “კაიზერ ფრანცი“ დაარწმუნა, რომ მისი შვილი ფეხბურთელი უბრალოდ ვერ გახდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ფრანცის მეგობრების მონდომებით უმცროსმა ბეკენბაუერმა ფეხბურთზეც იარა და უმაღლესი კლასის მწვრთნელებიც ეხვია თავს - ყველა და პირველყოვლისა ფრანც ბეკენბაუერმა იცოდა, რომ ეს მცდელობები საბოლოო ჯამში ამაო იქნებოდა.

სწორედ ამიტომ, დიდი უსამრთლობაა, როდესაც ზოგიერთ მშობელს თავისი შვილი სპორტზე მხოლოდ იმ იმიტომ არ მიჰყავს, რომ “ჩვენს გვარში და სანათესაოში სპორტსმენი არავინ ყოფილა და დრო სპორტზე შვილის ტარებით რატომ უნდა ვკარგოო“. მსგავსი მიდგომები საკუთრივ მოზარდისა და მისი მომავლის გარდა, ქვეყნის სპორტულ მომავალსაც აზარალებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ბევრმა უცხოელმა თუ ქართველმა სპორტსმენმა თავისი ნიჭი სწორედ ასე “შემთხვევით მიყვანის“ შემდეგ გამოამჟღავნა და ეს მაშინ, როდესაც მსგავს მონაცემებს მათგან არავინ ელოდა.

სპორტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ასაკის მოზარდისთვის და მით უმეტეს მათთვის, რომლებშიც შესაძლოა დიდი უნარები იმალებოდეს. სპორტის ექსპერტებს მშობლების მხრიდან დანაშაულადაც კი მიაჩნიათ საკუთარი შვილებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმი და სიზარმაცე, რადგან სულ რომ არ გამოვიდეს სპორტსმენი, სპორტში დახარჯული ნაბისმიერი საათი ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117711
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X