სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭადრაკი

10:21 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა იწყება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბათუმში, უდიდესი სპორტული ღონისძიება - მსოფლიოს რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა იწყება. გახსნის ცერემონიალი „ბლექ სი არენაზე“ დღეს, 21 საათზე შედგება,- ეს იქნება გრანდიოზული შოუ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, ლადო ათანელი, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი და სხვები. სპეციალურად ოლიმპიადისათვის შექმნილი მუსიკა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველსა და DJ კორძის ეკუთვნის, საბალეტო დადგმა - ნინო ანანიაშვილს, ხოლო ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფიით ანსამბლი „სუხიშვილები“ ახალ ცეკვას წარმოგვიდგენს.

24 სექტემბრიდან კი საქართველოს ზღვისპირა ულამაზეს ქალაქში საასპარეზოდ წარსდგებიან 183 ქვეყნის ვაჟთა და 150 ქვეყნის ქალთა ნაკრებები, რაც ოლიმპიადების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ოლიმპიადისათვის მზადების შესანიშნავად წარმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და საორგანიზაციო კომიტეტმა. ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, ჭადრაკის ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა და “2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის” დირექტორმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ბათუმი ღირსეულად დახვედროდა ამ უმნიშვნელოვანეს საჭადრაკო შეჯიბრებას.

საქართველო ვაჟთა ტურნირში სამი გუნდით წარსდგება, პირველ ნაკრები, რომლის კაპიტანიც ნინო გურიელი გახლავთ, გაძლიერებულია დიდოსტატ ივან ჩეპარინოვით, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. იგი 1986 წლის 26 ნოემბერს ბულგარეთში დაიბადა, ოთხჯერ იყო თავისი ქვეყნის ჩემპიონი. მონაწილეობდა ფიდეს თასის 2005, 2007, 2009, 2015 და 2017 წლების გათამაშებაში. ბულგარეთის სახელით 6 ოლიმპიადაზე ითამაშა. ჩეპარინოვის რეიტინგი 2718-ია, სერიოზულ ძალას წარმოადგენს და ამიტომაც ანდეს საქართველოს ნაკრების პირველი დაფა. მის გარდა გუნდში არიან ბაადურ ჯობავა (2646), მიხეილ მჭედლიშვილი (2608), ლევან ფანცულაია (2587) და დავით ჯოჯუა (2583). გუნდის საშუალო რეიტინგი 2640-ს შეადგენს.

საქართველოს მეორე ნაკრების კაპიტანი ლაშა ჯანჯღავაა. ქვეყნის ღირსებას ოლიმპიადაზე ლუკა პაიჭაძე (2564), გიგა ყუფარაძე (2517), დავით მაღალაშვილი (2508), თორნიკე სანიკიძე (2497) და ირაკლი ბერაძე (2495) დაიცავენ. გუნდის საშუალო რეიტინგი 2522-ია.

რაც შეეხება საქართველოს მესამე გუნდს, ეს უკანასკნელი შემდეგი მოჭადრაკეებითაა დაკომპლექტებული: ნოე თუთისანი (2471), გიორგი სიბაშვილი (2410), ნიკოლოზ კაჭარავა (2361), ლუკა ობოლაძე (2349), ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2323). გუნდის რეიტინგი - 2499-ია, კაპიტანი კი კონსტანტინე შანავა გახლავთ.

საქართველო ასევე სამი ნაკრებით წარსდგება ქალთა შეჯიბრებაზე. მთავარი გუნდის ღირსებას დაიცავენ: ნანა ძაგნიძე (რეიტინგი - 2519), ნინო ბაციაშვილი (2492), ლელა ჯავახიშვილი (2475), ბელა ხოტენაშვილი (2470), მერი არაბიძე (2404). გუნდის საშუალო რეიტინგი 2489 გახლავთ. ნაკრებს ელიზბარ უბილავა უკაპიტნებს.

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა მეორე ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: სალომე მელია (2391), სოფიო გვეტაძე (2325), ინგა ჭარხალაშვილი (2313), სოფიკო ხუხაშვილი (2301), მირანდა მიქაძე (2255). გუნდის საშუალო რეიტინგი - 2333. კაპიტანი - მაია ლომინეიშვილი.

საქართველოს მესამე ნაკრები: ნინო ხომერიკი (2313), მარიამ ჯანიაშვილი (2081), ლილე ქორიძე (1931), თამარ ესაძე (1911), დიანა ლომაია (1851). გუნდის საშუალო რეიტინგი - 2059. კაპიტანი დავით ზარქუა.

შანსებს რაც შეეხება, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის თქმით, მოჭადრაკე ვაჟთა მთავარ ნაკრებს ათეულში მოხვედრის დიდი შანსი აქვს, ხოლო ქალთა მთავარმა გუნდს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა შეუძლიათ და თუ ისინი რომელიმე სინჯის მედლებს დაეუფლებიან, დიდი წარმატება იქნება ქართული ჭადრაკისათვის.

ახლა სხვა ქვეყნის ნაკრებებსა და მოჭადრაკეებს რაც შეეხება, - დავიწყოთ კაცებით. ოლიმპიადაზე არ ითამაშებს მსოფლიოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი. სამაგიეროდ ნომერ მეორე მოჭადრაკე ჩამოვიდა ბათუმში - 2822 რეიტინგის მქონე ფაბიანო კარუანა, რომელიც აშშ-ს ნაკრების უდგას სათავეში. მის გარდა გუნდის შემადგენლობაში არიან: უესლი სოუ, ჰიკარუ ნაკამურა, სამუელ შანკლანდი, რეი რობსონი. აშშ-ს ნაკრები მთავარი ფავორიტია, მით უმეტეს, რომ ამერიკელებმა სწორედ ამ შემადგენლობით მოიგეს 2016 წლის ოლიმპიადა.

წინა ოლიმპიადის მეორეადგილოსან უკრაინის ნაკრებს დაუბრუნდა 49 წლის ვასილი ივანჩუკი, რომლის რეიტინგი 2710-ია და გუნდში მხოლოდ იური კრივორუჩკოს (2711) ჩამორჩება. ბათუმში უკრაინის ნაკრების ღირსებას ასევე დაიცავენ პაველ ელიანოვი, რუსლან პონიმარიოვი და ანტონ კორობოვი.

რაც შეეხება ოლიმპიადების მრავალგზის ჩემპიონს რუსეთის ვაჟთა ნაკრებს, ის შემდეგი მოჭადრაკეებითაა დაკომპლექტებული: ვლადიმირ კრამნიკი (რეიტინგი - 2779), სერგეი კარიაკინი (2773), იან ნეპომნიაში (2768), დმიტრი იაკოვენკო (2748), ნიკიტა ვიტიუკოვი (2730). ეს გუნდიც ჩემპიონობისათვის იბრძოლებს.

ქალთა გუნდებს შორის ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტია 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული ჩინეთის ნაკრები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ გუნდს ბათუმში არ ჩამოჰყვა ქალთა შორის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ჰოუ იფანი, რომელიც ორი წლის წინ ნაკრებს ედგა სათავეში. ამჟამად ქვეყნის პირველ დაფას მსოფლიოს ნომერ მეორე მოჭადრაკე ჟუ ვენიუნი მიუჯდება. მისი რეიტინგი 2566-ია. მის გარდა ჩინეთის ღირსებას დაიცავენ ლეი ტინგიე (2471), შენ იანგი (2458), ჰუან ქიანი (2445) და ჟაო მო (2341).

რაღა თქმა უნდა, ფავორიტია რუსეთის ნაკრები: ალექსანდრა კოსტენიუკი (2559), ალექსანდრა გორიაჩკინა (2535), ვალენტინა გუნინა (2528), ნატალია პოგონინა (2469), ოლგა გირია (2462).

ჩემპიონობისთვის უკრაინელი მოჭადრაკე ქალებიც იბრძოლებენ, რომლებმაც 2016 წელს მეორე ადგილზე გავიდა. ამ გუნდის შემადგენლობაშია ანა მუზიჩუკი (2564), მარია მუზიჩუკი (2528), ანა უშენინა (2455), ლულია ოსმაკი (2410) და ნატალია ჟუკოვა (2403).

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე ქართველი მოჭადრაკე თამაშობს უცხო ქვეყნის ნაკრებში. ესპანეთის ღირებას იცავს ანა მათნაძე, რომლის რეიტინგი 2378-ია, შოტლანდიის პირველ დაფას წარმოადგენს ქეთევან არახამია-გრანტი (2345), ჰოლანდიის ნაკრების სახელით თეა ლანჩავა (2339) გამოდის. აშშ-ს ნაკრებში არ ითამაშებს ნაზი პაიკიძე, რომელმაც 2016 წლის ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.

და ბოლოს,- ბათუმში 185 ქვეყნის დელეგატი ჩამოვიდა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდეს) კონგრესისათვის, რომელზეც არჩეული იქნება ამ ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი.

სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.107002
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X