ფეხბურთი

3:47 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესის შოუ, "ლივერპულის" წარმოდგენა და "ინტერის" წარმატებული დაბრუნება - ჩემპიონთა ლიგა დაიწყო! (+VIDEO)

მისი უდიდებულესობა დაბრუნდა. ჩემპიონთა ლიგა და დიდი ფეხბურთი დაბრუნდა! თანაც, ძალიან მაგრად და საინტერესოდ. “ლივერპულმა” თრილერში, მაგრამ დამსახურებულად აჯობა ვარსკვლავურ პსჟ-ს, ლეო მესიმ პსვ ეინდჰოვენს აჯობა, ხოლო “ინტერმა” 6 წლის შემდეგ დაბრუნება დრამატულ ბრძოლაში მოგებით აღნიშნა. მოკლედ, ევროპის რვა ქალაქში მაგარი ამბები იყო!

A ჯგუფი

A ჯგუფი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს არ იწვევს. მიუხედავად ამისა, აქ თამაშობს ფინალის მასპინძელი და ფავორიტთა შორის მყოფი მადრიდის “ატლეტიკო”. დიეგო სიმეონეს გუნდმა მადრიდისკენ მიმავალი გზა მონაკოდან წარმატებით დაიწყო.

“ლუი მეორეზე” ფეერიული ფეხბურთი არ ყოფილა, რაც მოსალოდნელი გახლდათ. “მონაკო” კი დაწინაურდა, მაგრამ “როხიბლანკომ” პირველივე ტაიმში შემოატრიალა სიტუაცია და დაწინაურდა. დიეგო კოშტამ და ხოსე ხიმენესმა დიეგო ბენალიო უშანსოდ დატოვეს. “ატლეტიკოს” ანგარიშის შენარჩუნება რომ არ ეშლება, ეს ძველი ამბავია და მონეგასკებთან ამის გაკეთება კლასის ხარჯზე მეტად მარტივად მოახერხა. შედეგად, “ატლეტიკომ” პირველი სამი ქულა მიითვალა.

მადრიდელებთან ერთად ჯგუფის ფავორიტად დორტმუნდის “ბორუსია” მიიჩნევა. გერმანელებმაც სტუმრად მოიგეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ ბელგიის ჩემპინ “ბრიუგესთან”. კრისტიან პულიშიჩის 85-ე წუთზე გატანილი გოლი რომ არა, ვინძლო, გერმანელები შინ კინკილა ქულით დაბრუნებულიყვნენ, რაც წარმატებად ნამდვილად ვერ ჩაეთვლებოდათ.

“ბრიუგე” – “დორტმუნდი” 0:1 (0:0)

ბრიუგე, “იან ბრეიდელი”

მაყურებელი: 25 181

“ბრიუგე” (4-4-2): ლეტიცა; პულაინი, რიცი, მიტროვიჩი, დენსვილი; ვლიტნიკი (კულსი 56), ვორმერი, გრონეველდი (ბონავენტურე 76), ვანაკენი; ვესლი, ვოსენი (ოპენდა 82)

მწვრთნელი: იავნ ლეკო

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, აკანჯი, დიალო, შმელცერი; ვაიგლი (დაუდი 84), ვიტსელი; სანჩო (პულიშიჩი 69), გიოტცე (კაგავა (62), როისი; ვოლფი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლი: 0:1 პულიშიჩი (85)

გაფრთხილება: ვაიგლი (19), კაგავა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 12 (4) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

“მონაკო” – “ატლეტიკო” 1:2 (1:2) VIDEO

მონტე კარლო, “ლუი II”

მაყურებელი: 10 575

“მონაკო” (4-3-3): ბენალიო; სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჰენრიხსი; ტილემანსი, ნ’დორამი, აჰოლუ (ტრაორე 69); გრანდსირი (სილა 77), ფალკაო, შადლი (მბულა 58)

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ერნანდესი; კორეა (ლემარი 70), როდრი, საულ ნიგეზი, კოკე; დიეგო კოშტა, გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 გრანდსირი (18), 1:1 დიეგო კოშტა (31), 1:2 ხიმენესი (45)

გაფრთხილება: ფალკაო (11), სიდიბე (52), ტრაორე (78) – ხიმენესი (48), დიეგო კოშტა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 6 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

B ჯგუფი

ჩემპიონთა ლიგა სწორედ ამ ქვეჯჯგუფით გაიხსნა. “ბარსელონამ” პსვ ეინდჰოვენს ისე მარტივად მოუგო, რომ მეტი არ შეიძლება. კლასში სხვაობა დიდი იყო, რაც ბუნებრივია არ გვიკვირს. ამ თამაშში გამოსარჩევი ლეო მესის მორიგი გენიალური 90 წუთია. არგენტინელმა ლიგის ახალი სეზონი შემართებით დაიწყო და ბომბარდირთა დავაში უკვე სოლიდურად დაწინაურდა. მესის აქტივში ჰეთ-თრიქია. ჰოლანდიურ გუნდს გაჭირვებაში კიდევ ერთი გოლი უსმან დემბელემაც დაუმატა და – 4:0.

გაცილებით თანაბარი, დრამატული და დაძაბული შეხვედრა შედგა მილანში. “ინტერი” ჩემპიონთა ლიგას 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ დაუბრუნდა და ფანტასტიკურადაც. მიუხედავად იმისა, რომ “ტოტენჰემი” მთელ რიგ ეპიზოდებში იტალიელებს ჩაგრავდა, გამარჯვებული მაინც მასპინძელი გუნდი გამოვიდა.

უგოლო ტაიმის შემდეგ, “მამლები” დაწინაურდნენ. კრისტიან ერიკსენმა ითამაშა ოსტატურად და “ინტერის” მცველებმა კატასტროფულად. ლონდონელებს მერეც შეეძლოთ გატანა, მაგრამ ბოლოს “ნერაძურიმ” მეტად მოინდომა. 86-ე წუთზე მაურო იკარდიმ საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით ბრწყინაველდ დაარტყა და ასეთივე გოლით გაათანაბრა. ეს არგენტინელის პირველი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე (პირველი თამაშიც). თითქოს ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე, “ინტერმა” კუთხური ჩააწოდა. სტეფან დე ვრეიმ დაასწრო სტუმრებს და კარისკენ დააბრუნა ბურთი, იქ კი მატიას ვესინომ ასევე მეორე სართულზე ყველას დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა. “სან სირო” ამ მომენტმა გააგიჟა და დიდებული ატმოსფერო სუფევდა საფეხბურთო ლა სკალაში. “ინტერმა” გამარჯვებით დაიწყო და თუ შიდა ჩემპიონატში წარუმატებლად გამოდის, აგერ, ლიგაზე კლანჭები გამოაჩინა.

“ბარსელონა” – პსვ ეინდჰოვენი 4:0 (1:0) VIDEO

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 73 462

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი (ვიდალი 85), ბუსკეტსი, კოუტინიო (ლენგლე 80); მესი, სუარესი, დემბელე (არტური 83)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

პსვ ეინდჰოვენი (4-2-1-3): ზუტი; დუმფრისი, შვააბი, ვერგევერი (ისიმატ-მირინი 66), ანგელინო; როზარიო (გუტიერესი 82), ჰენდრიქსი; პერეირო; ბერგვინი (მალენი 78), დე იონგი, ლოსანო

მწვრთნელი: მარკ ვან ბომელი

გოლები: 1:0 მესი (32), 2:0 დემბელე (75), 3:0 მესი (77), 4:0 მესი (89)

გაფრთხილება: უმტიტი (55, 79) – ვერგევერი (30), დე იონგი (57

გაძევება: უმტიტი (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 10 (2) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

“ინტერი” – “ტოტენჰემი” 2:1 (0:0) VIDEO

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 64 123

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, მირანდა, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; პოლიტანო (კეიტა 72), ნაინგოლანი (ბორხა ვალერო 89), პერიშიჩი (კანდრევა 64); იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ტოტენჰემი” (4-3-1-2): ვორმი; ორიე, სანჩესი, ვორტონგენი, დევისი; დემბელე, დაიერი, ერიკსენი; ლამელა (უინკსი 72); კეინი (როუზი 90), სონი (ლუკას მოურა (64)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 ერიკსენი (53), 1:1 იკარდი (86), 2:1 ვესინო (90)

გაფრთხილება: შკრინიარი (21), პერიშიჩი (43) – სანჩესი (38), ვერტონგენი (51), ვორმი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 8 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

C ჯგუფი

დღის ცენტრალური მატჩი “ენფილდ როუდზე” შედგა, სადაც ერთი გუნდი ფეხბურთს თამაშობდა, მეორე ხელის შეშლას სცდილობდა, მაგრამ ესეც არ გამოსდიოდა. ბედის უკუღმართობით, მიუხედავად ასეთი სცენარისა, თამაშის ბედი მსაჯის კომპენსირებულ დროში გაირკვა.

“ლივერპულმა” პსჟ ძალიან დაჩაგრა და დამსახურებულად მოიგო. მერსისაიდელებმა ტაიმის ბოლოსკენ დანიელ სტარიჯისა და ჯეიმს მილნერის გოლებით ორბურთიან უპირატესობას მიაღწიეს, რაც სრულიად ლოგიკური იყო. მიუხედავად ამისა, მე-40 წუთზე ტომას მუნიემ გაქვითა ერთი გოლი. თამაშიც დაიძაბა.

თუმცა, მეორე ნახევარში “ლივერპულის” უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ფრანგთა ლიდერები, ნეიმარი და კილიან მბაპე უბურთოდ იყვნენ და ფაქტობრივად მაყურებლის რანგში იყვნენ. და მაინც, იურგენ კლოპის გუნდს ვერ გაჰქონდა მესამე, დამაშვიდებელი გოლი და ამის გამო დაისაჯა კიდეც. მომო სალაჰმა დაკარგა უწყინარ სიტუაციაში ბურთი და პარიზელთა კოტრშეტევა მბაპემ 83-ე წუთზე დააგვირგვინა – 2:2.

ფაქტი სახეზე იყო: პსჟ ცუდად თამაშობდა ან საერთოდ არ თამაშობდა, მაგრამ სასურველი ქულა მიჰქონდა “ენფილდიდან”. და ამ დროს, სამართლიანობა რობერტო ფირმინომ აღადგინა, რომელმაც მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე საჯარიმოში დიდებულად ითამაშა და გამარჯვების შეაგდო.

ამავე ჯგუფშია “ნაპოლი”, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდს ძალიან გაუჭირდება პლეი-ოფზე ოცნებაც კი. ეს დღეს კიდევ უფრო რეალური გახდა, რადგან იტალიურმა გუნდმა გადავსებულ “რაიკო მიტიჩზე” “ცრვენა ზვეზდას”, რომელიც გამოკვეთილი აუტსაიდერია, ვერაფერი დააკლო – 0:0. ბუნებრივია, “ნაპოლისთვის” ეს ვერაფერი ნუგეშია და დარჩენილ ტურებში საკუთარ თავზე გადახტომაც მოუწევს.

“ცრვენა ზვეზდა” – “ნაპოლი” 0:0 (0:0)

ბელგრადი, “რაიკო მიტიჩი”

მაყურებელი: 49 112

“ცრვენა ზვეზდა” (4-2-3-1): ბორიანი; სტოიკოვიჩი, დეგენეკი, სავიჩი, როდიჩი; იოვიჩიჩი (იოვანოვიჩი 56), კრსტიჩიჩი; ბენ ნაბუანი, კაუსიჩი, მარინი (შიმიჩი 87); ბოაჩი (პავკოვი 81)

მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი

“ნაპოლი” (4-3-3): ოსპინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი (მერტენსი 61), ფაბიან რუისი, ზიელინსკი (ჰამშიკი 75); კალეხონი (უნასი 75), მილიკი, ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გაფრთხილება: კრსტიჩიჩი (37), დეგენეკი (55) – ალანი (17), ალბიოლი (57), მილიკი (90), მარიო რუი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (3) – 13 (8) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

“ლივერპული” – პსჟ 3:2 (2:1) VIDEO

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

მაყურებელი: 52 478

“ლივერპული” (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი (შაქირი 85), სტარიჯი (ფირმინო 72), მანე (ფაბინიო 90)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

პსჟ (4-3-3): არეოლა; მუნიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; რაბიო, მარკინიოსი, დი მარია (ჩუპო-მოტინგი 80); მბაპე, კავანი (დრაქსლერი 80), ნეიმარი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 1:0 სტარიჯი (30), 2:0 მილნერი (36, პენ), 2:1 მუნიე (40), 2:2 მბაპე (83), 3:2 ფირმინო (90)

გაფრთხილება: ვან დეიკი (27) – მუნიე (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 7 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 13:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

D ჯგუფი

საყოველთა მოსაზრებით, ეს ყველაზე სუსტი ჯგუფია და ძნელია არ დავეთანხმოთ. თუმცა, ჩვენთვის საინტერესოა, რადგან სოლომონ კვირკველია თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე. ქართველი მცველი 90 წუთი იყო მოედანზე სტამბულში, “გალათასარაის” წინააღმდეგ, მაგრამ მისი გუნდი თურქეთის ჩემპიონთა ადვილად დამარცხდა – 0:3.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში “შალკემ” და “პორტუმ” მეორე ტაიმში თითოჯერ გაუტანეს ერთმანეთს და ქულები გაიყვეს.

“გალათასარაი” – “ლოკომოტივი” 3:0 (1:0) VIDEO

სტამბული, “ტურკ ტელეკომი”

მაყურებელი: 43 542

“გალათასარაი” (4-3-3): მუსლერა; ლინესი, დონკი, აზიზი, ნაგატომო; ნდიაიე, ფერნანდო, ბელანდა (მაიკონი 73); აკბაბა, დერდიოკი (ონიეკურუ 82), როდრიგესი (ინანი 90)

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

“ლოკომოტივი” (3-4-2-1): გილერმე; ჰიოვედესი, კვირკველია, ჩორლუკა; იგნატიევი (ედერი 69), დენისოვი, კრიხოვიაკი, იდოვუ; ალ. მირანჩუკი (ან. მირანჩუკი 86), ფერნანდეში; ფარფანი

მწვრთნელი: იური სიომინი

გოლები: 1:0 როდრიგესი (9), 2:0 დერდიოკი (67), 3:0 სელჩუკ ინანი (90, პენ)

გაფრთხილება: ნდიაიე (42, 87), ფერნანდო (72) – ჩორლუკა (23), იდოვუ (60), დენისოვი (88), გილერმე (90)

გაძევება: ნდიაიე (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 6 (2) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

“შალკე” – “პორტუ” 1:1 (0:0) VIDEO

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 45 755

“შალკე” (3-4-2-1): ფარმანი; სანე, ნალდო, ნასტასიჩი; კალიჯური, სერდარი (ჰარიტი 84), ბენტალები, მაკკეინი; შუპფი, უტი (კონოპლიანკა 65); ემბოლო (ბურგშტალერი 72)

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

“პორტუ” (4-4-2): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში; ოტავიო (ერნანი 90), დანილო პერეირა, ერერა, ბრაჰიმი (ოლივეირა 82); აბუბაკარი (კორონა 60), მარეგა

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

გოლები: 1:0 ემბოლო (64), 1:1 ოტავიო (75, პენ)

გაფრთხილება: ემბოლო (27), უტი (53) – კორონა (78), ერერა (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 6 (5) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ხესუს ჟილი (ესპანეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.468457