გამოცდილმა ნახევარმცველმა სტივენ დეფურმა „ბარნლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
30 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ინგლისურ კლუბში 2020 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
დეფური „ბარნლიში“ 2016 წელს „ანდერლეხტიდან“ გადავიდა, 49 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ის 2006-2017 წლებში ბელგიის ნაკრებში თამაშობდა და 52 თამაშში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.