ფეხბურთი

18:42 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" თვალი სონს დაადგა

მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონი „ტოტენჰემის“ შემტევ ნახევარმცველ სონ მინ ჰინს ეპატიჟება. Calciomercato-ს ცნობით, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობას სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის შეძენა იანვარში სურს, თუმცა შესაძლო ტრანსფერი დეტალები არ ხმაურდება.

სონ „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მოსალოდნელია, რომ „მამლები“ აზიელს საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ შეელევიან.

სონი „ტოტენჰემში“ 2015 წლიდან თამაშობს და 140 შეხვედრაში 47 გოლი აქვს გატანილი. სხვათა შორის, მას გერმანიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, რადგან 2013-2015 წლებში „ლევერკუზენში“ ირჯებოდა.

0.111361