ფეხბურთი

14:50 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოტიმ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა განაახლოს

იტალიური „რომას“ ლეგენდარული კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი შესაძლოა ფეხბურთში დაბრუნდეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

ტოტის ავსტრალიურმა ნახევრად პროფესიონალურმა კლუბმა აპია „ტაიგერსმა“ 26 სექტემბერს გასამართ მეოთხედფინალურ ეტაპზე მატჩში მონაწილეობა შესთავაზა, სადაც ადელაიდა „იუნაიტედს“ დაუპირისირდება.

ტოტი ამჟამად „ჯალოროსიში“ დირექტორის თანამდებობაზე იმყოფეფბა და შეთავაზებაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მას არაერთხელ უთქვამს, რომ თამაში ენატრება.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის ყოფილმა ფორვარდმა მთელი კარიერა „რომას“ რიგებში გაატარა. მის ანგარიზე კი 785 მატჩი, 307 გოლი და 128 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110584