ფეხბურთი

10:43 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის მორიგი ჩინებული შესრულება და საიუბილეო მე-500 გოლი კარიერაში (+VIDEO)

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერაში მეხუთასე გოლი გაიტანა. "ლოს ანჯელეს გალაქსის" შემტევმა "ტორონტოსთან" სტუმრად წაგებულ (3:5) MLS-ის მატჩში 43-ე წუთზე ახლო მანძილიდან ლამაზი, საიუბილეო გოლი გაიტანა. ზლატანი ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მოქმედ ფეხბურთელებს შორის მესამეა, რომელმაც მინიმუმ 500-ჯერ გამოიჩინა თავი.

ზლატანმა კარიერა "მალმიოში" (47 მატჩი, 18 გოლი) დაიწყო, შემდეგ კი ითამაშა "აიაქსში" (110 მ, 48 გ), "იუვენტუსში" (92 მ, 26გ) "ინტერში" (117 მ, 66 გ), "ბარსელონაში" (46 მ, 22 გ), "მილანსა" (85 მ, 56 გ) და "პარი სენ ჟერმენში". ფრანგული გუნდიდან იბრაჰიმოვიჩი ამერიკაში გადავიდა და ასევე შვედს პსჟ-ში ჰქონდა ყველაზე წარმატებული პერიოდი - 180 მატჩი, 156 გოლი.

შვედეთის ეროვნულ გუნდში იბრაჰიმოვიჩმა 116 მატჩში 62 გოლი გაიტანა. "ლოს ანჯელეს გალაქსიში" თამაშის პერიოდში ზლატანმა 22 შეხვედრაში გულშემატკივრები 17-ჯერ გაახარა.

0.119872