კალათბურთი

14:15 | 14.09.2018 | ნანახია 902 - ჯერ

გულშემატკივართა საყურადღებოდ!

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები 16 სექტემბერს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მორიგ შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ – TKT.GE-ზე (tkt.ge/basketball) მიმდინარეობს, თუმცა დღეიდან გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა სპორტის სასახლის სალაროებშიც შეეძლებათ.

სპორტის სასახლის სალაროები 14, 15 და 16 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოუწოდებს გულშემატკივრებს 16 სექტემბერს, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების და გზებზე არსებული საცობების გათვალისწინებით, საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მობრძანდნენ მინიმუმ 1 საათით ადრე. მაყურებელს დარბაზში შესვლა შეეძლება 17:30 საათიდან.

ყველა გულშემატკივარს დაურიგდება საქომაგო ფლაერი, რომელზეც დატანილია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ფლაერის გამოყენების მარტივი წესი.

ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!

gbf.ge

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:50 | 15.09.2018
იკა..იუვე..10 (3961)

ხვალ რომ ვიყიდო ბილეთი იქნება დარჩენილი ნეტავ?

01:09 | 15.09.2018
BEERTRANCE (97749)

ეჰ მაგ დროს გზაში ვიქნები და იმედი მაქვს წესიერი wifi იქნება ავტობუსში რო სთრიმი ჩაირთოს და ვნახო თამაში.

15:59 | 14.09.2018
temo11 (1442)

წარმატებები ბიჭებს

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.09341