კალათბურთი

11:43 | 14.09.2018 | ნანახია 600 - ჯერ

აკადემია დეიან პროკიჩს დაემშვიდობა

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ და დეიან პროკიჩმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის დასრულება გადაწყვიტეს.

პროკიჩი ბოლო წლებში აკადემიის სამწვრთნელო გუნდს ხელმძღვანელობდა. მისი უშუალო ჩართულობით აკადემიამ რამდენიმე ასაკობრივი ჩემპიონატი მოიგო.

გიორგი ალავიძე (აკადემიის დირექტორი): "დიდ მადლობას ვუხდით დეიან პროკიჩს საინტერესო, შედეგიანი პერიოდისთვის. მასთან ერთად აკადემიის ბავშვებმა, მწვრთნელებმა გამოცდილება შეიძინეს, აიმაღლეს კლასი. წარმატებას ვუსურვებთ დეიანს ნებისმიერ წამოწყებაში. აკადემიაში ძალიან მალე ბევრი საინტერესო სიახლე იქნება."

ლაშა ფარღალავა (აკადემიის სპორტული დირექტორი): "აკადემია წინ მიდის. გვინდა ახალი მიმართულებების ახალი შემადგენლობით ათვისება. დეიანი წარმატებული სპეციალისტია და მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ."

დეიან პროკიჩთან ერთად აკადემიამ ორჯერ მოიგო საქართველოს U 18 ჩემპიონატი. პროკიჩი აქტიურად იყო ჩართული სხვა ასაკობრივ პროცესებშიც.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:50 | 14.09.2018
temo11 (1442)

ეს ძალიან მომწონდა, რატომ გაუშვეს ნეტა, გული დამწყდა

22:37 | 14.09.2018
eke99 (1245)

ამაზე მაგრების ნახვაც შეიძლება ევროპაში თემო ვიდრე ეს პროჭიჩი ))))))))))

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.077742