ფეხბურთი

19:24 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი: საქართველო - ანდორა - ბილეთების გაყიდვა დაიწყო

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის, საქართველო - ანდორა, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 11 სექტემბრიდან დაიწყო.



გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო - ანდორას მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, მოგვიანებით, 6 ოქტომბერს დაიწყება.

საქართველოსა და ანდორას დაპირისპირება 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

0.11584