ავტოსპორტი

5:10 | 9.09.2018 | ნანახია 645 - ჯერ

შეთხელებული პელოტონები და მაინც საინტერესო რბოლები

ზაფხულის პაუზის შემდეგ, რუსთავში წრიულ ბოლებში საქართველოს ჩემპიონატი განახლდა. გაიმართა მე-4 ეტაპის სამი რბოლა - ორი ლეჯენდსის კლასში, ერთიც - ფორმულა ალფას კლასში. სამწუხაროდ, ორივე კლასში პელოტონს რამდენიმე მრბოლი, მათ შორის, დათა ქაჯაია დააკლდა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს ასპარეზობა.

მაგრამ მონაწილეთა და მაყურებელთა სიმწირის მიუხედავად, რბოლები ძალიან საინტერესო გამოდგა. როგორც ყოველთვის, უშეღავათო ბრძოლები ლეგენდების ორივე რბოლაში გაჩაღდა. პირველობისთვის შოთა აფხაზავა და არჩილ ბიძინაშვილი იბრძოდნენ, მათ კი მოდუნბის საშუალებას სანდრო ცხადაძე არ აძლევდა.

პირველ რბოლაში გამარჯვება აფხაზავამ მოიპოვა, ვისაც ხვალ უკვე გერმანიის ჰოკენჰაიმის ტრეკზე მოუწევს „ლამბორგინის“ სუპერ ტროფეოს სერიის ოფიციალურ ტესტებში მონაწილეობა. მეორე რბოლაში კი ბიძინაშვილმა იმარჯვა, რომელიც სტარტიდანვე კვალში ედგა ლიდერ აფხაზავას და უშეღავათო ბრძოლის შემდეგ, რბოლის მიწურულს შეძლო დაწინაურება. ორივე რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა ცხადაძემ.

ფორმულა ალფას კლასში თავიდანვე სანდრო თავართქილაძე დაწინაურდა, რომელსაც კვალში დავით რამიშვილი ჩაუდგა. თუმცა, შუა რბოლაში რამიშვილმა შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ის აფხაზავამ და დავით ბაგრატიონმა ჩამოიტოვეს. საბოლოოდ, რბოლა ამავე თანმიმდევრობით დასრულდა. თავართქილაძემ კი აფხაზავას გარდა, ყველა მეტოქე წრეზე ჩამოიტოვა.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-6 ეტაპი

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, 08.09.2018

ლეჯენდსი (რბოლა 1), 10 წრე

  1. შოთა აფხაზავა 19:42.455
  2. არჩილ ბიძინაშვილი 0.030
  3. სანდრო ცხადაძე 0.744
  4. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 10.792
  5. რეზო ბიწაძე 5 წრე

ლეჯენდსი (რბოლა 2), 10 წრე

  1. არჩილ ბიძინაშვილი 22:59.859
  2. შოთა აფხაზავა 0.150
  3. სანდრო ცხადაძე 0.197
  4. რეზო ბიწაძე 2.042
  5. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 6 წრე

ფორმულა ალფა, 10 წრე

  1. სანდრო თავართქილაძე 14:22.555
  2. შოთა აფხაზავა 12.511
  3. დავით ბაგრატიონი 1 წრე
  4. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 1 წრე
  5. ხაიმე აბრისკეტა (ესპანეთი) 1 წრე
  6. დავით რამიშვილი 1 წრე
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.072674