საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.) მოახლოებული მსოფლიო პირველობის წინ მიმართვა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 20-27 სექტემბერს ჩატარდება, თუშიშვილი კი მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იქნება.
“ბოლო დროს ძიუდოში ძალიან დაძაბული ვითარება იყო. ამ დროს გვჭირდება ხალხის გვერდში დგომა, რათა უფრო გავძლიერდეთ, გავერთიანდეთ და კარგი შედეგი დავდოთ. ამიტომ, მოვუწოდებ გულშემატკივარს უფრო მეტად დაგვიდგნენ გვერდით, უფრო მეტად გაგვამხნევონ, რათა ეს წარუმატებლობა და პრობლემები, რაც შიდა სამზარეულოში გვქონდა, გადავლახოთ”.