ესპანელი ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, 30 წლის ნახევარმცველმა კლუბთან შეთანხმებას ჯერ კიდევ ზაფხულში მიაღწია. ახალი ხელშეკრულების თანახმად, სერხიო ბუსკეტსის გამოსასყიდი თანხა 200-დან 500 მილიონ ევრომდე შეიცვლება და ასევე ფეხბურთელის ანაზღაურებაც გაიზრდება.
ესპანელი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2008 წლიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში ბუსკეტსმა "ბლაუგრანას" მაისურით 486 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა. საყრდენი ნახევარმცველის საყტრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.