სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:55 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: ტური უხვგოლიანობით დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ეროვნული ლიგის 23-ე ტური შედეგიანად დასრულდა. თავად განსაჯეთ, ორ შეხვედრაში 11 გოლი გავიდა, რაც ხშირად არ ხდება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ბრძოლა არცერთ მატჩში არ ყოფილა.

ეს უპირველესად, თბილისში გამართულ მატჩზე ითქმის, სადაც ერთი გუნდი აშკარად აღემატებოდა მეორეს. „რუსთავმა“ ბოლნისის „სიონი“ დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სტუმრებმა თითო ტაიმში ორჯერ დაამწუხრეს მეტოქე და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით მოიგეს. ამრიგად, უჩა სოსიაშვილის დებიუტი ქვემო ქართლელთა თავკაცის პოსტზე ერთობ წარმატებული გამოვიდა და მისმა გუნდმა მოუგებელი სერიაც დაასრულა. თავის მხრივ, „სიონი“ რჩება აუტსაიდერთა შორის, მაგრამ ბოლნისელთა საბედნიეროდ „სამტრედია“ და „კოლხეთი“ კიდევ უფრო წარუმატებლად თამაშობენ.

არადა, გია ცეცაძის „სამტრედიამ“ მოქმედ ჩემპიონ „ტორპედოსთან“ ქუთაისში, დიდებულად დაიწყო. გიორგი ფანცულაიას დუბლით „სამტრედია“ იმერულ დერბში დამაჯერებლად გავიდა წინ. მიუხედავად ამისა, ქუთათურები არ დანებდნენ და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. ამაში დიდი როლი ითამაშის ტაიმის ბოლო წუთზე ლევან კუტალიას გოლმა, რამაც შეიძლება ითქვას, რომ „სამტრედია“ გატეხა, ხოლო „ტორპედოს“ ფრთები შეასხა.

საბოლოოდ, მეორე ნახევარში თამაშის სხვა სურათი იყო. კახა ჩხეტიანის გუნდმა მეტოქეს აშკარად აჯობა და ჩხეტიანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ცვლილებაც გამოიცნო. მარეკ ჰლინკას ნაცვლად მოედანზე თორნიკე კაპანაძე შეიყვანა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ კი, სხვაობა ერთობ სოლიდური გამოვიდა - 5:2. „სამტრედია“ სამშვიდობო ზონას ისევ 7 ქულით ჩამორჩება. „ტორპედო“ კი ცხრილის შუაშია. თუმცა, 4 თამაში აქვს მარაგში. მოგეხსენებათ, ევროტურნირების გამო ჩემპიონმა ეროვნულ ლიგაში მესამე წრეში პირველი თამაში სწორედ „სამტრედიასთან“ ჩაატარა.

„სიონი“ - რუსთავი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 კვარაცხელია (26), 0:2 ფონიავა (30), 0:3 არცვალაძე (59), 0:4 ქავთარაძე (64, პენ)

„ტორპედო“ – „სამტრედია“ 5:2 (1:2)

გოლები: 0:1 ფანცულაია (5), 0:2 ფანცულაია (23), 1:2 კუტალია (45), 2:2 დაფე (50), 3:2 კაპანაძე (60), 4:2 სმირნოვი (81, ა.გ), 5:2 კაპანაძე (90)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.195208
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X