ფეხბურთი

14:25 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

Bild - უეფა მესამე ევროტურნირს დააარსებს

ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება, უეფა ჩემპიონთა და ევროპა ლიგების შემდეგ მესამე საკლუბო ევროტურნირის დაარსებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

წყაროს თანხმად, უეფა სიახლის დანერგვას 2021 წლიდან აპირებს . ჯერჯერობით უცნობია ტურნირის სახელწოდება, მაგრამ ცნობილია, რომ მასში 32 გუნდი ითამაშებს და მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ევროპა ლიგა 48 მონაწილიდან 32-მდე შემცირდება.

გათავისუფლებული 16 ადგილი მესამე ევროტურნირზე გადანიწლდება, ხოლო დანარჩენი 16 პოსტი საფეხბურთო ჩემპიონატებიდან მიენიჭებათ კლუბებს.

შეგახსენებთ, რომ უეფას სამი ევროტურნირი ადრეც ჰქონდა. თუმცა, 1999 წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშება გააუქმა.

თეგებიუეფა
0.112833