ფეხბურთი

23:30 | 31.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბერნატი პსჟ-ს ფეხბურთელია

მიუხენის “ბაიერნის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხუან ბერნატი კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

25 წლის მარცხენა ფლანგელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა, ხოლო მის სანაცვლოდ “ბაიერნი” 14 მილიონ ევროს მიიღებს.

ბერნატი მიუნხენურ გრანდში “ვალენსიადან” 2014 წელს გადავიდა, 111 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106565