სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:52 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონას” დრამატული გამარჯვება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლა ლიგის მე-2 ტურში “ბარსელონა” ელიტაში დაბრუნებულ “ვალიადოლიდს” ესტუმრა და რთული, თანაც დრამატული გამარჯვება იზეიმა. კატალონიელებმა, რომელთაც მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, 93-ე წუთზე კეკოსგან გოლი მიიღეს, მაგრამ რიკარდო ბენგოეჩეამ ესპანეთის ჩემპიონატში ახლად დანერგილი ვიდეორეფერის გამოყენება ისურვა, რომელთაც “ვალიადოლიდის” ნახევარმცველზე თამაშგარე მდგომარეობა უკარნახეს ბასკ არბიტრს და გოლიც გაუქმდა. არადა, კეკომ გოლი იზეიმა, მაისურიც გაიხადა და ისე აღნიშნა, თუმცა სულ ტყუილად.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, “ბარსელონა” რასაკვირველია უპირატესობას ფლობდა და უფრო მეტი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს უპირატესობა ძალიან დიდი იყო. მომენტები მასპინძლებსაც შეექმნათ და გოლის გატანასთან მინიმუმ ორჯერ ძალზე ახლოს იყვნენ.

“ბლაუგრანამ” ოსმან დემბელეს გოლით იმარჯვა, რომელსაც სერხი რობერტომ თავით დაუგდო ბურთი და ფრანგმა შემტევმა ახლო მანძილიდან 57-ე წუთზე ანგარიში გახსნა და როგორც შემდგომში გაირკვა, ამ გოლით 3 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. საინტერესოა, რომ იმავე კეკოს, რომელსაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გაუუქმეს, 77-ე წუთზეც შეეძლო გატანა, ხელსაყრელი პოზიციიდან თავით ისე ურტყამდა, რომ ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბურთს მიმართულება ვერ მისცა და პირდაპირ ტერ შტეგენს მიუვიდა.

ამრიგად, “ბარსელონამ” ძალზე რთული გამარჯვება მოიპოვა – 0:1. აღსანიშნავია, რომ ხერარდ პიკემ ლა ლიგაში მე-300 თამაში ჩაატარა.

“ატლეტიკო” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” თანაქალაქელ “რაიო ვალეკანოს” დაუხვდა და საყვარელი ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, სტუმრები ფაქტობრივად ყველაფერში უკეთესები იყვნენ, თუმცა კარგად ვიცით, რომ “როხიბლანკოს” სტილი მუდმივად პირველ ნომრად თამაში ნამდვილად არაა და ამიტომაც, ეს დიდად არ უნდა გაგვიკვირდეს. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა გამარჯვების მომტანი გოლი 63-ე წუთზე გაიტანეს: ტომას ლემარმა კუთხური მოაწოდა, სავიჩმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და შემდეგ ბურთს კართან ჩასაფრებულმა ანტუან გრიზმანმა შეუცვალა მიმართულება – 1:0.

დღის მესამე მატჩი უგოლოდ დასრულდა. “ალავესი” და “ბეტისი” ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ.

ვალიადოლიდი – ბარსელონა 0:1 (0:0)

გოლი: დემბელე (57)

ატლეტიკო – რაიო ვალეკანო 1:0 (0:0)

გოლი: გრიზმანი (63)

ალავესი – ბეტისი 0:0

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.131017
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X