საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძის ტრანსფერი ესპანურ ლა ლიგაში კიდევ უფრო რეალური ხდება. ტარაგონას „ხიმნასტიკმა“ მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი დაიმატა - 30 წლის ალჟირელი ლიასინე კადემურო-ბენტაიბა გაიფორმა.
ის მარჯვენა მცველია და შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი მცველი გუნდს ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანური მედიის ინფორმაციით, კაკაბაძის გადაბირება ლა ლიგის ბინადარ „ხეტაფეს“ სურს.