სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:36 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რჩევა რონალდუსგან: "ნიჭი საკმარისი არაა, ფსიქიკასა და მენტალობას დიდი მნიშვნელობა აქვს!"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეული კრიშტიანუ რონალდუ ტელეკომპანია DAZN-ის სახე გახდა. DAZN-ი იტალიურ ბაზარზე ახალი სახეა და სერია A-ს მატჩების პირდაპირ ტრანსლირებას პირველად ახდენს. შესაბამისად, რონალდუ მარკეტინგულად მნიშვნელოვანი გათვლაა.

სწორედ აღნიშნულ ტელეკომპანიას მისცა რონალდუმ ვრცელი ინტერვიუ, რომელიც ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა გაიხსენა ბავშვობა და აღნიშნა, რომ მაღალ დონეზე სათამაშოდ მხოლოდ ნიჭი საკმარისი არაა. რონალდუმ ხაზი მენტალურ თვისებებს გაუსვა. გარდა ამისა, ისაუბრა სერ ალექს ფერგიუსონის როლზე მის კარიერაში და "იუვენტუსში" გადასვლაზე.

პირველი ნაბიჯები

როდესაც ბავშვი ვიყავი, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ფსიქიკური ასპექტი მაღალი მიზნების მისაღწევად აუცილებელია. 11-12 წლის ასაკში ეს ოცნება უკვე მქონდა და მენტალიტეტის წყალობით მოვახერხე აქამდე მოსვლა. სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. ჩემთვის ცხოვრება ყველაზე კარგი გაკვეთილი და სკოლა იყო. 11 წლის ასაკში ჩემი ოჯახი დავტოვე და ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება. იძულებული ვიყავი მარტო მეცხოვრა, მამაჩემის, დედაჩემის, ჩემი ძმებისა და დების გარეშე. ეს დამეხმარა, რომ ძლიერი ხასიათი მქონოდა. შემდეგ ახალი თვისებები შევიძინე და ბევრი რამ ვისწავლე.

საფეხბურთო მამა

ფერგიუსონი ჩემთვის მამასავითაა. მან ჩემი კარიერის დასაწყისში უდიდესი როლი ითამაშა. ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც „მანჩესტერში“ გადავედი და ჯერ კიდევ პორტუგალიური მენტალიტეტი მქონდა. ხშირად არასწორ გადაწყვეტილელებსაც ვიღებდი, მაგრამ ფერგიუსონმა ყველაფერი მასწავლა. ძალიან დამეხმარა და ამიტომ ის ჩემთვის ფეხბურთის მამაა.

ოცნება

ის ძალიან კონკურენტუნარიანია, როგორც მე ბავშვობიდან. არ უყვარს წაგება, როგორც მე. დარწმუნებული ვარ ჩემნაირი გახდება. არის საკითხები რასაც ვასწავლი, მაგრამ საბოლოო არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამიხარდება თუ ფეხბურთელი გახდება, რადგან ვფიქრობ, მასაც აქვს ეს გატაცება. ძლიერია, სწრაფია, კარგი ტექნიკა და დარტყმა აქვს. მასზე ზეწოლაც არაა. ვოცნებობ, რომ ერთ დღეს ფეხბურთელი გახდეს.

მაგიური 7

ეს ჩემი საყვარელი ნომერია. პირველ რიგში კლუბთან ვისაუბრე და შემდეგ კუადრადოსთან, რომელმაც ჯერ კიდევ შარშან მითხრა, რომ თუ „იუვენტუსში“ გადავიდოდა, ნომერს უპრობლემოდ დამითმობდა. მადლობა მას და ბედნიერი ვარ, რომ აქაც 7 ნომერი მაისური მაცვია.

კარიერაში საუკეთესო და კარიერაში პირველად

ვწუხვარ, რომ ჩემი ამჟამინდელი გუნდის წინააღმდეგ გავიტანე, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ვფიქრობ, ეს გოლი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო აქამდე. როდესაც, ხალხმა ტაშის დაკვრა დაიწყო, სიტყვების გარეშე დავრჩი. ასეთი რამ ჩემს კარიერაში მანამდე არ მომხდარა.

ბედის საჩუქარი

ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდი ძლიერია და ნამდვილად იგრძნობა დიდი უნთუზიაზმი. არსებობს განსაკუთრებული პირობები და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ვარჯიშები რთულია, მაგრამ ადვილი არც არასდროს ყოფილა. მომწონს აქ მუშაობის მეთოდები, მენტალიტეტი. მთელი სტაფი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. რატომ ავირჩიე „იუვე“? - არსებობს ცხოვრებაში საკითხები, რომლებსაც ბედი განაპირობებს და ამ შემთხვევაშიც ასე იყო. არ ველოდებოდი ამ გუნდში თამაშს, მაგრამ ნამდვილი ამბები ბუნებრივად ხდება. როგორც ყველამ იცის, „იუვე“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მიღებული გადაწყვეტილებით ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, „რეალში“ საოცარ სიმაღლეს მივაღწიე და მადლობელი ვარ. მოვიგე ყველაფერი და იქ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ „იუვემ“ დამიმტკიცა, რომ ყველაზე მეტად სურდა ჩემთან თანამშრომლობა და მინდა ისტორია ამ გუნდისთვისაც დავწერო.

მიზანი

ჩემპიონთა ლიგა მთავარი მიზანია. ჩვენ ყურადღებას ამაზე გავამხვილებთ თუმცა ამით შეპყრობილნი არ ვინქებით. მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. შესაძლოა ეს მოხდეს წელს, მომდევნო სეზონში ან ორი წლის შემდეგ. კლუბის მთავარი მიზანი კი იტალიაში ყველა ტიტულის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენებაა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.129684
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X