ფეხბურთი

13:25 | 18.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელთათვის სარეკორდო სატრანსფერო მონაკვეთი

იტალიაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. იანვრამდე აპენინური გუნდები ახალ ფეხბურთელებს ვეღარ დაიმატებენ და შესაბამისად, სტატისტიკოსებმა დაითვალეს თანხა, რომელიც გუნდებმა დახარჯეს.

როგორც გაირკვა იტალიურმა გუნდებმა ზაფხულში 1.14 მილიარდი ევრო დახარჯეს. ეს იტალიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია, ხოლო ამ ზაფხულს მხოლოდ პრემიერლიგას ჩამორჩა, რომლის წარმომადგენლებმაც 1.42 მილიარდი დახარჯეს.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება თანხის რაოდენობა. მაგალითისთვის შარშან კალჩოს ბინადრებმა 907 მილიონი ევრო მოახმარეს ახალი ფეხბურთელების შეძენას, 2014 წელს მხოლოდ 335 მილიონი დაიხარჯა, 2015 წელს 608.8 მილიონი, ხოლო 2016 წელს 707.35 მილიონი ევრო.

მიმდინარე ზაფხულში ყველაზე მეტად “იუვენტუსმა” გაიკრა ჯიბეზე ხელი, რომელმაც 250 მილიონი ევრო დახარჯა. მეორე ადგილზე გავიდა “რომა” – 136 მილიონი ევრო.

თეგებისერია A
0.113396