სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭადრაკი

18:40 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე 
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილი XVIII)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

XXX ოლიმპიადა

მანილა, 1992 წლის 7-20 ივნისი

საიუბილეო, მსოფლიო 30-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ფილიპინების დედაქალაქმა მანილამ უმასპინძლა. მასში 102-მა გუნდმა იასპარეზა. მთავარი სიახლე ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები აღარ არსებობდა, თუმცა ვაჟთა შეჯიბრებაში რუსეთის ნაკრებს მაინც მთავარ ფავორიტად მიიჩნევდნენ. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან ამ გუნდის შემადგენლობას იცავდნენ გარი კასპაროვი, ალექსანდრ ხალიფმანი, სერგეი დოლმატოვი, ალექსეი დრეევი, ვლადიმირ კრამნიკი და ალექსეი ვუზმანავინი. „დიდი სსრკ-ს“ ყოფილი ქვეყნების გუნდებსაც ჰქონდათ შანსები, აკი პირველი სამეული სწორედ ყოფილი „საბჭოეთის“ გუნდებმა შეავსეს... პირველად წარსდგა ამ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები ზურაბ აზმაიფარაშვილის, ელიზბარ უბილავას, ზურაბ სტურუას, გიორგი გიორგაძის, გენადი ზაიჩიკისა და ლაშა ჯანჯღავას შემადგენლობით.

ტურნირის დასაწყისშივე რუსეთის ნაკრები დაწინაურდა და ბოლომდე ხელიდან არ გაუშვეს ლიდერობა. საბოლოოდ, რუსებმა 39 ქულა მოაგროვეს (14 შეხვედრიდან 11 მოიგეს, ორი ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ინგლისის ნაკრებთან იწვნიეს მარცხი). 35 ქულით მეორე ადგილზე უზბეკეთის გუნდი გავიდა, ხოლო მესამეზე - სომხეთის გუნდი - 34,5 ქულა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენმა მოჭადრაკეებმა მერვე ადგილი დაიკავეს 33 ქულით, როგორც ხედავთ მხოლოდ ქულანახევარი დააკლდათ საპრიზო ადგილამდე.

საქართველოს ნაკრებმა 14 შეხვედრიდან 8 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. რუსებთან ქართველებმა შეხვედრა 1:3 დათმეს, უზბეკებთან - 1,5:2,5, ხოლო სომხებთან 1:3. დასანანი იყო მარცხი 50-ე ადგილზე გასულ ბელგიის ნაკრებთან (1,5:2,5).

ქართველთა პირად შედეგებს რაც შეეხება, ზურაბ აზმაიფარაშვილმა 13 პარტიაში 8,5 ქულა მოაგროვა, ელიზბარ უბილავას ანგარიშზე 3 ქულაა 8 პარტიაში,ზურაბ სტურუამ ორი გამარჯვება მოიპოვა და 10 პარტია ყაიმით დაასრულა (არც ერთი არ წაუგია), გია გიორგაძემ 8 ქულა აირო 13 პარტიაში, გენადი ზაიჩიკის მონაგარი 4,5 ქულა იყო 6 შესაძლებლიდან, ხოლო ლაშა ჯანჯღავამ სულ 4 პარტია ითამაშა და ყველა ყაიმით დაასრულა.

თუკი ვაჟთა შეჯიბრებაში რუსეთის ნაკრები იყო აშკარა ფავორიტი, ქალთა ოლიმპიადაზე გამარჯვებას საქართველოს ნაკრებს უწინასწარმეტყველებდნენ და ასეც მოხდა. ჩვენმა გუნდმა მაია ჩიბურდანიძის, ნონა გაფრინდაშვილის, ნანა იოსელიანისა და ნინო გურიელის შემადგენლობით ბრწინვალედ იასპარეზა - 14 შეხვედრიდან 11 გამარჯვება, 3 ფრე და არცერთი წაგება. აღსანიშნავია, რომ ქართველებმა უშუალო შეხვედრაში ჩინეთის ნაკრები 2:1 დაამარცხეს, რომელსაც იმ დროისათვის უკვე მსოფლიო ჩემპიონი სიუ ძუნი თავკაცობდა. მართალია, 11 ტურის შემდეგ მათ ჩამორჩებოდნენ, მაგრამ დარჩენილ სამ ტურში ჩვენებმა 7,5 ქულა აიღეს და ჩემპიონები გახდნენ. სულ ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა 30,5 ქულა მოაგროვეს. გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ უკრაინელები, ხოლო მესამე ადგილზე 28,5 ქულით გავიდა ჩინეთის ნაკრები. თავიანთ დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს მაია ჩიბურდანიძემ (11,5 ქულა 13 პარტიიდან) და ნანა იოსელიანმა (10 ქულა 12 პარტიიდან). გარდა ამისა ნონა გაფრინდაშვილმა 4 ქულა აირო 8 პარტიაში, ხოლო ნინო გურიელმა ამდენივე პარტიიდან 5 მოიგო და 3 წააგო.

XXXI ოლიმპიადა

მოსკოვი, 1994 წლის 30 ნოემბერი - 17 დეკემბერი

რუსებმა საკუთარ კედლებში ორი „ა“ და „ბ“ ნაკრები გამოიყვანეს. პირველი ადგილი, როგორც მოსალოდნელი იყო „ა“ ნაკრებმა დაიკავა (გარი კასპაროვი, ვლადიმირ კრამნიკი, ევგენი ბარეევი, ალექსეი დრეევი, სეგეი ტივიაკოვი და პეტრ სვიდლერი) 37,5 ქულით. მეორე ადგილზე ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდი გავიდა, რომელიც ჩემპიონს 2,5 ქულით ჩამორჩა, ხოლო რუსეთის „ბ“ ნაკრებმა 34,5 ქულით მესამე ადგილი დაისაკუთრა.

რაც შეეხება საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებს, წინა ოლიმპიადასთან შედარებით ორი ადგილით დაქვეითდა და მეათე ადგილი დაიკავა. ჩვენმა გუნდმა (ზურაბ აზმაიფარაშვილი, ლაშა ჯანჯღავა, ზურაბ სტურუა, გიორგი გიორგაძე, გენადი ზაიჩიკი, ხვიჩა სუპატაშვილი) 14 შეხვედრიდან 9 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ოთხში დამარცხდა და 33,5 ქულა დააგროვა. ჩემპიონებთან ქართველები 1:3 დამარცხდნენ. ხოლო რუსეთის „ბ“ გუნდს 2,5:1,5 მოუგეს.

ქართველების პირად შედეგებს რაც შეეხება, ზურაბ აზმაიგარაშვილმა 8 ქულა აიღო 12 პარტიიდან, ლაშა ჯანჯღავამ 1 ქულა( 5), ზურაბ სტურუამ - 6,5 (12), გიორგი გიორგაძემ - 7,5 (12), გენადი ზაიჩიკმა 7,5 (10), ხვიჩა სუპატაშვილმა - 3 (5).

კვლავ გვასახელეს ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა. საქართველოს ნაკრებმა (მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია-გრანტი), ნინო გურიალი) 32 ქულით ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულებს 1 ქულით ჩამორჩნენ უნგრელები, რომლის შემადგენლობაში ითამაშეს ჟუჟა და სოფია პოლგარებმა. უშუალო შეხვედრაში ქართველებმა და უნგრელებმა ფრედ 1,5:1,5 ითამაშეს. მესამე საპრიზო ადგილზე 27 ქულით ჩინეთის ძლიერი გუნდი გავიდა, რომელტანაც ჩვენმა გუნდმა 2,5:1,5 იმარჯვა.

მაია ჩიბურდანიძემ და ნანა იოსელიანმა 8,5-8,5 ქულა მოაგროვეს 11-11 შესაძლებლიდან, ქეთევან არახამია-გრანტის ანგარიშზეა 8 ქულა (11), ნინო გურიელმა კი 9 პარტიაში 7 ქულა მოაგროვეს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მაია ჩიბურდანიძემ დათმო 1 პარტია, ხოლო გუნდის დანარჩენ წევრებს არ წაუგიათ.

სულ საქართველოს ნაკრებმა 14 შეხვედრა ჩაატარა - 11 გამარჯვება, 3 ფრე და არცერთი მარცხი.

გაგრძელება იქნება

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109766
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X