ჩოგბურთი

12:59 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი კორტს გამარჯვებით დაუბრუნდა (+VIDEO)

ერთ თვეზე მეტია დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი კორტზე არ გვინახავს. როჯერი ცინცინატის მასტერსის ტურნირზე ჩაება და პირველ წრეში პეტრ გოიოვჩიკი 6:4, 6:4 დაამარცხა VIDEO.

ორივე სეტში როჯერმა თითო-თითო ბრეიკი შეასრულა, ისე რომ მეტოქემ შვეიცარიელის ჩაწოდების მოგება ვერ მოახერხა. როჯერმა 4-და ორი ბრეიკი შეასრულა, ხოლო გოიოვჩიკმა 5-დან ვერც ერთი ბრეიკი ვერ გააკეთა.

მომდევნო ეტაპზე როჯერი არგენტინელ ლეონარდო მაიერს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი მეტოქეს 2:0-ს უგებს.

0.111673