ფეხბურთი

13:01 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” სერბი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს

იტალიური “მილანი” “ლაციოდან” სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის დამატებას გეგმავს. Calciomercato-ს ინფორმაციით “როსონერიმ” “არწივებთან” მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

“შავ-წითლები” მზად არიან სერბ მოთამაშეში 98 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ, თუმცა ალტერნატიულ ვერსიაზეც მუშაობენ. 23 წლის ნახევარმცველის ტრანსფერში “მილანი” ფაბიო ბორინის ჩართვას გეგმავს.

აქვე გეტყვით, რომ სავიჩით მადრიდის “რეალიც” ინტერესდებოდა. “სამეფო კლუბმა” რომში წარმომადგენლები გაგზავნა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა. გასულ სეზონში სერბმა მოთამაშემ ყველა ტურნირის გათვალისწინებით 48 მატჩი ჩაატარა და 14 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109985